https://sputnik-georgia.com/20220210/gaxarias-partiam-qartuli-ocnebis-braldebebs-upasuxa-264327711.html
გახარიას პარტიამ „ქართული ოცნების“ ბრალდებებს უპასუხა
გახარიას პარტიამ „ქართული ოცნების“ ბრალდებებს უპასუხა
Sputnik საქართველო
სენაკის მუნიციპალიტეტში გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისი გრძელდება
2022-02-10T20:34+0400
2022-02-10T20:34+0400
2022-02-10T22:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
სამეგრელო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251060826_0:0:2400:1350_1920x0_80_0_0_7c9c6e983586ddb23526b83d74064d4a.jpg
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ოთხშაბათს სენაკის საკრებულოს სხდომამ სამართლებრივი დარღვევების გარეშე ჩაიარა – ასე უპასუხა მმართველი პარტიის ბრალდებებს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ.მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სენაკის საკრებულოს სხდომას და მასზე მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას არალეგიტიმური უწოდა. მისი თქმით, ოპოზიციონერებმა სხდომა კვორუმის არარსებობის პირობებში გახსნეს – კენჭისყრაში 33 დეპუტატიდან მხოლოდ 16-მა მიიღო მონაწილეობა.მისი თქმით, რეგლამენტი არავის დაურღვევია, რადგან ეს იყო გაგრძელება ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომისა, რომელიც 2021 წლის 3 დეკემბერს გაიხსნა. მას შემდეგ იყო სხდომის ბოლომდე დასრულების და თავმჯდომარის არჩევის ცხრა მცდელობა, მაგრამ ცხრავე ჩავარდა მმართველი პარტიის გამო.მან ასევე აღნიშნა, რომ რეგლამენტი არ დარღვეულა არც გადაწყვეტილებების მიღებისას.საკრებულოს დეპუტატები მმართველი პარტიიდან, რომელსაც 33 მანდატიდან 16 აქვს, საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ერთი ხმა აკლია თავისი წარმომადგენლის თავმჯდომარედ ასარჩევად და მას არ სურს მხარი დაუჭიროს ოპოზიციის კანდიდატს.13 მანდატი აქვს „ოცნების“ მთავარ კონკურენტ „ნაციონალურ მოძრაობას“ და, შესაბამისად, ის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებს. ხმების გადამწყვეტი რაოდენობა (4 მანდატი) საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ აქვს.ოთხშაბათს, ისევე, როგორც ბოლო ექვს სხდომაზე, სენაკის საკრებულოში მხოლოდ ოპოზიციონერები შეიკრიბნენ. მათ განიხილეს პროპორციული სიით არჩეული პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატის ილია ახალაიას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.კანონის თანახმად, გადაწყვეტილება ორი კვირის განმავლობაში უნდა იქნას მიღებული. დეპუტატი, რომელმაც მანდატზე უარი თქვა, პარტიული სიით მომდევნო დეპუტატმა ნუკრი შაფათავამ უნდა შეცვალოს. ახალაიამ დეპუტატობაზე უარის თქმის შესახებ 2021 წლის 3 დეკემბერს განაცხადა.წინა დღეს პარტიაში „საქართველოსთვის“ განაცხადეს, რომ კრიზისის დასრულების მიზნით მზად არიან მხარი დაუჭირონ მმართველი პარტიის კანდიდატს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. მაგრამ „ქართული ოცნების" დეპუტატები სხდომაზე მაინც არ გამოცხადდნენ.„ქართულმა ოცნებამ“ გახარიას პარტიის წინადადებას იგნორირება გაუწია: კრიზისი გრძელდება >>თავმჯდომარის ასარჩევად საჭიროა საკრებულოს დეპუტატების ნახევარზე მეტის თანხმობა – 17 ხმა.წყარო - ბერდია სიჭინავას Facebook-გვერდი.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251060826_147:0:2280:1600_1920x0_80_0_0_8fe998e6b38ddb72fe77365a99b620be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გახარია პარტია „ქართული ოცნება“ ბრალდებები
გახარია პარტია „ქართული ოცნება“ ბრალდებები
გახარიას პარტიამ „ქართული ოცნების“ ბრალდებებს უპასუხა
20:34 10.02.2022 (განახლებულია: 22:47 10.02.2022) სენაკის მუნიციპალიტეტში გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისი გრძელდება.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ოთხშაბათს სენაკის საკრებულოს სხდომამ სამართლებრივი დარღვევების გარეშე ჩაიარა – ასე უპასუხა მმართველი პარტიის ბრალდებებს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სენაკის საკრებულოს სხდომას და მასზე მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას არალეგიტიმური უწოდა. მისი თქმით, ოპოზიციონერებმა სხდომა კვორუმის არარსებობის პირობებში გახსნეს – კენჭისყრაში 33 დეპუტატიდან მხოლოდ 16-მა მიიღო მონაწილეობა.
„საკრებულოს სხდომა იხსნება კონკრეტული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებით და გრძელდება მანამ, სანამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე არ მიიღება გადაწყვეტილება“, – განმარტა სიჭინავამ.
მისი თქმით, რეგლამენტი არავის დაურღვევია, რადგან ეს იყო გაგრძელება ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომისა, რომელიც 2021 წლის 3 დეკემბერს გაიხსნა. მას შემდეგ იყო სხდომის ბოლომდე დასრულების და თავმჯდომარის არჩევის ცხრა მცდელობა, მაგრამ ცხრავე ჩავარდა მმართველი პარტიის გამო.
მან ასევე აღნიშნა, რომ რეგლამენტი არ დარღვეულა არც გადაწყვეტილებების მიღებისას.
„კვორუმის არსებობის პირობებში ყველა გადაწყვეტილება მიიღება უმრავლესობით, თუმცა არანაკლებ ხმების ⅓-სა“, – დაწერა სიჭინავამ თავის Facebook-გვერდზე.
საკრებულოს დეპუტატები მმართველი პარტიიდან, რომელსაც 33 მანდატიდან 16 აქვს, საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ერთი ხმა აკლია თავისი წარმომადგენლის თავმჯდომარედ ასარჩევად და მას არ სურს მხარი დაუჭიროს ოპოზიციის კანდიდატს.
13 მანდატი აქვს „ოცნების“ მთავარ კონკურენტ „ნაციონალურ მოძრაობას“ და, შესაბამისად, ის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებს. ხმების გადამწყვეტი რაოდენობა (4 მანდატი) საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ აქვს.
ოთხშაბათს, ისევე, როგორც ბოლო ექვს სხდომაზე, სენაკის საკრებულოში მხოლოდ ოპოზიციონერები შეიკრიბნენ. მათ განიხილეს პროპორციული სიით არჩეული პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატის ილია ახალაიას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.
კანონის თანახმად, გადაწყვეტილება ორი კვირის განმავლობაში უნდა იქნას მიღებული. დეპუტატი, რომელმაც მანდატზე უარი თქვა, პარტიული სიით მომდევნო დეპუტატმა ნუკრი შაფათავამ უნდა შეცვალოს. ახალაიამ დეპუტატობაზე უარის თქმის შესახებ 2021 წლის 3 დეკემბერს განაცხადა.
წინა დღეს პარტიაში „საქართველოსთვის“ განაცხადეს, რომ კრიზისის დასრულების მიზნით მზად არიან მხარი დაუჭირონ მმართველი პარტიის კანდიდატს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. მაგრამ „ქართული ოცნების" დეპუტატები სხდომაზე მაინც არ გამოცხადდნენ.
თავმჯდომარის ასარჩევად საჭიროა საკრებულოს დეპუტატების ნახევარზე მეტის თანხმობა – 17 ხმა.