https://sputnik-georgia.com/20220209/qartulma-ocnebam-gaxarias-partiis-winadadeba-ar-miiro-krizisi-grzeldeba-264295152.html
„ქართულმა ოცნებამ“ გახარიას პარტიის წინადადებას იგნორირება გაუწია: კრიზისი გრძელდება
„ქართულმა ოცნებამ“ გახარიას პარტიის წინადადებას იგნორირება გაუწია: კრიზისი გრძელდება
Sputnik საქართველო
სენაკის საკრებულოში კვლავ ვერ აირჩიეს თავმჯდომარე
2022-02-09T21:30+0400
2022-02-09T21:30+0400
2022-02-09T22:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს რეგიონები
სამეგრელო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259328712_0:48:3067:1773_1920x0_80_0_0_ae9dfbe77107a79bb8ac1f807d39316c.jpg
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ იგნორირება გაუწია ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წინადადებას – „ოცნების“ დეპუტატები ამჯერადაც არ გამოცხადდნენ სენაკის საკრებულოს სხდომაზე.ოთხშაბათს საკრებულოს წევრებმა პარტიიდან „საქართველოსთვის“ განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატს თავმჯდომარის თანამდებობაზე, თუ მმართველი პარტიის დეპუტატები სხდომაზე გამოცხადდებოდნენ. ყოფილი პრემიერის პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამგვარად შესაძლებელი იქნებოდა კრიზისის დაძლევა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.მისი თქმით, ამგვარად მმართველმა პარტიამ აჩვენა, რომ აპირებს საქმე მიიყვანოს ხელახალ არჩევნებამდე, რათა სენაკის საკრებულოში არჩევნების გაყალბების გზით უმრავლესობა მოიპოვოს.„ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა თავისი ჭეშმარიტი სახე და მიმართა საბოტაჟის ფორმას. ახლა თავმჯდომარის პოსტზე ჩვენს კანდიდატს წარვადგენთ“, – აღნიშნა სიჭინავამ.ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს პარტიის კანდიდატს დანარჩენი ოპოზიცია.ადგილობრივი არჩევნების ჩატარებიდან სამი თვის შემდეგაც სამი საკრებულო – სენაკის, ზუგდიდისა და ბათუმის, სადაც მანდატების უმრავლესობა ოპოზიციას ერგო, კვლავ თავმჯდომარეების გარეშეა. ამასთან, გადამწყვეტი აღმოჩნდა პარტიის „საქართველოსთვის“ ხმები.გახარიას პარტია „ქართულ ოცნებას“ გარიგებას სთავაზობს >>პარტიამ „საქართველოსთვის“ მიაღწია იმას, რომ მისი წარმომადგენლები გახდნენ თავმჯდომარეები წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და რუსთავის საკრებულოებში.სენაკში ადგილები შემდეგნაირადაა გადანაწილებული: „ქართულ ოცნებას“ აქვს 16 მანდატი, ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 13 მანდატი, პარტიას „საქართველოსთვის“ – 4 მანდატი. თავმჯდომარის ასარჩევად აუცილებელია საკრებულოს დეპუტატების ნახევარზე მეტის მხარდაჭერა.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259328712_198:0:2927:2047_1920x0_80_0_0_48ae1322cc7d562fb7809a605b2cbcf4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„ოცნება“ გახარიას პარტია წინადადება კრიზისი
„ოცნება“ გახარიას პარტია წინადადება კრიზისი
„ქართულმა ოცნებამ“ გახარიას პარტიის წინადადებას იგნორირება გაუწია: კრიზისი გრძელდება
21:30 09.02.2022 (განახლებულია: 22:21 09.02.2022) სენაკის საკრებულოში თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ იგნორირება გაუწია ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წინადადებას – „ოცნების“ დეპუტატები ამჯერადაც არ გამოცხადდნენ სენაკის საკრებულოს სხდომაზე.
ოთხშაბათს საკრებულოს წევრებმა პარტიიდან „საქართველოსთვის“ განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატს თავმჯდომარის თანამდებობაზე, თუ მმართველი პარტიის დეპუტატები სხდომაზე გამოცხადდებოდნენ. ყოფილი პრემიერის პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამგვარად შესაძლებელი იქნებოდა კრიზისის დაძლევა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.
„ჩვენ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ღია წინადადებით მივმართეთ, მაგრამ მათ უკვე მეექვსე სხდომა გააცდინეს და კვლავ იგნორირება გაუწიეს ვალდებულებებს, რომლებიც მათ ამომრჩევლებმა დააკისრეს“, – განაცხადა პარტიის წევრმა ბერდია სიჭინავამ.
მისი თქმით, ამგვარად მმართველმა პარტიამ აჩვენა, რომ აპირებს საქმე მიიყვანოს ხელახალ არჩევნებამდე, რათა სენაკის საკრებულოში არჩევნების გაყალბების გზით უმრავლესობა მოიპოვოს.
„ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა თავისი ჭეშმარიტი სახე და მიმართა საბოტაჟის ფორმას. ახლა თავმჯდომარის პოსტზე ჩვენს კანდიდატს წარვადგენთ“, – აღნიშნა სიჭინავამ.
ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს პარტიის კანდიდატს დანარჩენი ოპოზიცია.
ჩვენ მათთან კონსულტაციებს არ ვაწარმოებთ, – განაცხადა სიჭინავამ.
ადგილობრივი არჩევნების ჩატარებიდან სამი თვის შემდეგაც სამი საკრებულო – სენაკის, ზუგდიდისა და ბათუმის, სადაც მანდატების უმრავლესობა ოპოზიციას ერგო, კვლავ თავმჯდომარეების გარეშეა. ამასთან, გადამწყვეტი აღმოჩნდა პარტიის „საქართველოსთვის“ ხმები.
პარტიამ „საქართველოსთვის“ მიაღწია იმას, რომ მისი წარმომადგენლები გახდნენ თავმჯდომარეები წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და რუსთავის საკრებულოებში.
სენაკში ადგილები შემდეგნაირადაა გადანაწილებული: „ქართულ ოცნებას“ აქვს 16 მანდატი, ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 13 მანდატი, პარტიას „საქართველოსთვის“ – 4 მანდატი. თავმჯდომარის ასარჩევად აუცილებელია საკრებულოს დეპუტატების ნახევარზე მეტის მხარდაჭერა.