https://sputnik-georgia.com/20220209/gaxarias-partia-qartul-ocnebas-garigebas-stavazobs-264294361.html
გახარიას პარტია „ქართულ ოცნებას“ გარიგებას სთავაზობს
გახარიას პარტია „ქართულ ოცნებას“ გარიგებას სთავაზობს
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ დეპუტატები ორი თვეა, სენაკის საკრებულოს სხდომებზე არ დადიან.
2022-02-09T20:17+0400
2022-02-09T20:17+0400
2022-02-09T22:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251874920_59:0:1293:694_1920x0_80_0_0_15065c5b4c027c22463ab197daa1c4c5.jpg
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ დათანხმდა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მხარი დაუჭიროს „ქართული ოცნების“ კანდიდატს, თუ მმართველი პარტიის დეპუტატები დღევანდელ სხდომაზე გამოცხადდებიან.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, სამეგრელოს რეგიონის სენაკის, ზუგდიდის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში უმრავლესობა ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ მოიპოვა.არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ კვლავ თავმჯდომარის გარეშე არიან სენაკის, ზუგდიდისა და ბათუმის საკრებულოები, სადაც მანდატების უმრავლესობა ოპოზიციას ერგო, ამასთან, გადამწყვეტი ხმა პარტიის „საქართველოსთვის“ ხელში აღმოჩნდა.იგივე მდგომარეობა იყო წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და რუსთავის საკრებულოებში, სადაც გახარიას პარტიამ მიაღწია იმას, რომ დეპუტატების უმრავლესობამ ამ პარტიის კანდიდატს დაუჭირა მხარი.მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ორი თვეა საბოტაჟს უწყობენ სენაკის საკრებულოს მუშაობას – მათ რვიდან ხუთი სხდომა გამოტოვეს.სიჭინავამ აღნიშნა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ მზადაა მხარი დაუჭიროს „ოცნების“ კანდიდატს მხოლოდ იმისთვის, რომ ბოლო მოეღოს ამ ხელოვნურად შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს.მისი თქმით, დღევანდელი სხდომა ერთგვარი გამოცდა იქნება.გახარიას პარტია საკრებულოებში ძალებს იკრებს: წალენჯიხისა და ჩხოროწყუს შემდეგ რუსთავი >>გახარიას პარტიამ პროპორციული სისტემით ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებზე მესამე შედეგი აჩვენა და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩამორჩა.თვითმმართველობის არჩევნების შედეგად სენაკში 33-დან 16 მანდატი „ქართულ ოცნებას“ აქვს მოპოვებული, 13 ადგილი – „ნაციონალურ მოძრაობას“, ოთხი კი ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ ეკუთვნის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251874920_213:0:1138:694_1920x0_80_0_0_e6fb11a663a538cefb1d6e34e5fc3fae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გახარია პარტია „ქართული ოცნება“ გარიგება
გახარია პარტია „ქართული ოცნება“ გარიგება
გახარიას პარტია „ქართულ ოცნებას“ გარიგებას სთავაზობს
20:17 09.02.2022 (განახლებულია: 22:11 09.02.2022) „ქართული ოცნების“ დეპუტატები ორი თვეა სენაკის საკრებულოს სხდომებზე არ დადიან.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ დათანხმდა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მხარი დაუჭიროს „ქართული ოცნების“ კანდიდატს, თუ მმართველი პარტიის დეპუტატები დღევანდელ სხდომაზე გამოცხადდებიან.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, სამეგრელოს რეგიონის სენაკის, ზუგდიდის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში უმრავლესობა ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ მოიპოვა.
არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ კვლავ თავმჯდომარის გარეშე არიან სენაკის, ზუგდიდისა და ბათუმის საკრებულოები, სადაც მანდატების უმრავლესობა ოპოზიციას ერგო, ამასთან, გადამწყვეტი ხმა პარტიის „საქართველოსთვის“ ხელში აღმოჩნდა.
იგივე მდგომარეობა იყო წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და რუსთავის საკრებულოებში, სადაც გახარიას პარტიამ მიაღწია იმას, რომ დეპუტატების უმრავლესობამ ამ პარტიის კანდიდატს დაუჭირა მხარი.
„დღევანდელი სხდომა ყველასთვის იქნება ტესტი, ვინ ქმნის ხელოვნურ კრიზისს და რომელი პოლიტიკური პარტიისთვის არის სენაკელების ინტერესები პირველხარისხოვანი და ვის პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას საერთოდ სენაკი და სენაკელები“, – აღნიშნა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ორი თვეა საბოტაჟს უწყობენ სენაკის საკრებულოს მუშაობას – მათ რვიდან ხუთი სხდომა გამოტოვეს.
სიჭინავამ აღნიშნა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ მზადაა მხარი დაუჭიროს „ოცნების“ კანდიდატს მხოლოდ იმისთვის, რომ ბოლო მოეღოს ამ ხელოვნურად შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს.
მისი თქმით, დღევანდელი სხდომა ერთგვარი გამოცდა იქნება.
გახარიას პარტიამ პროპორციული სისტემით ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებზე მესამე შედეგი აჩვენა და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩამორჩა.
თვითმმართველობის არჩევნების შედეგად სენაკში 33-დან 16 მანდატი „ქართულ ოცნებას“ აქვს მოპოვებული, 13 ადგილი – „ნაციონალურ მოძრაობას“, ოთხი კი ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ ეკუთვნის.