პრემიერმა ორი ახალი მინისტრი წარადგინა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2022
გამოწერა
მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხშაბათს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ორი ახალი მინისტრი წარადგინა.
პრემიერის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. ღარიბაშვილმა მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერმა თურნავას ნაცვლად ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი წარადგინა. დავითაშვილი დღემდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ის მთავრობაში ვიცე-პრემიერის პოსტს შეინარჩუნებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრად პრემიერმა ოთარ შამუგია წარადგინა. ის აქამდე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო.
პრემიერის თქმით, შამუგიამ 16 წელი იმსახურა ამ უწყებაში და კარგად იცის თავისი საქმე.
„მან ძალიან კარგად, დეტალურად იცის, თუ რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მე მჯერა, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ჯერჯერობით უცნობია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის შემდგომი საქმიანობის შესახებ. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ის განიხილავს რამდენიმე მიმართულებას. ამასთან, თურნავამ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის ერთგულ წევრად რჩება.
ყველა ახალი ამბავი
0