https://sputnik-georgia.com/20220208/ramdeni-msjavrdebulia-inpicirebuli-264254700.html
რამდენი პატიმარია ინფიცირებული: პენიტენციური სამსახურის მონაცემები
რამდენი პატიმარია ინფიცირებული: პენიტენციური სამსახურის მონაცემები
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის ვაქცინირებულია პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა 94% და მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა 86%. 08.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-08T17:50+0400
2022-02-08T17:50+0400
2023-08-17T18:16+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005328_1298:0:4528:1817_1920x0_80_0_0_f612ce80fd01b5ed2746c038816bba94.jpg
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. ამ ეტაპზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,6%-ია ინფიცირებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. აღნიშნული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინა შტამებისგან განსხვავებით, ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობს. ბოლო დღეებში ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებელი 22-24 ათასის ფარგლებშია, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებში ეს მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ეპიდემიოლოგების განცხადებით, ახალი შემთხვევების უმეტესობა „ომიკრონს“ უკავშირდება.„პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა PCR-ტესტირება ორ კვირაში ერთხელ ტარდება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდება, ხორციელდება დამატებითი ტესტირება – როგორც მისი, ისე მასთან შემხებლობაში მყოფი პირების“, – აღნიშნულია განცხადებაში.უწყების ცნობით, ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში პირი შემდგომი მონიტორინგისთვის სამოქალაქო კლინიკაში გადადის.ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებულია 71 ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელთაგან 57 სამოქალაქო კლინიკაშია მოთავსებული, 14 მსჯავრდებული კი უკვე გამოჯანმრთელდა და პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდა.საქართველოს საპატიმროებში ვაქცინაციის სრული კურსი საერთო კონტინგენტის 86%-ს აქვს ჩატარებული, რევაქცინირებულია – 81%, ე.წ. ბუსტერ–დოზით ვაქცინაცია ჩაუტარდა 3.076 პირს. ასევე ვაქცინირებულია პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა 94%.2021 წლის 1 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 9.341 ადამიანია მოთავსებული, რომელთაგან 338 ქალია.პატიმართა ძირითად ნაწილს 31-დან 49 წლამდე ასაკის მამაკაცები შეადგენენ. გარდა ამისა, საქართველოს ციხეებში სასჯელს 32 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ ასაკის 63 პირი იხდის.ყველაზე მეტი პატიმარია რუსთავის №15 და გლდანის პენიტენციურ დაწესებულებებში.წყარო: სპეციალური პენიტენციური სამსახური
https://sputnik-georgia.com/20220208/cercvadze-omikrons-saqartveloshi-seriozulad-ar-agiqvamen-264238100.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005328_2105:0:4528:1817_1920x0_80_0_0_a12d2f42ff0f3d586ba3a16b1645f74a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
რამდენი პატიმარია ინფიცირებული: პენიტენციური სამსახურის მონაცემები
17:50 08.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) ამ დროისათვის ვაქცინირებულია პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა 94% და მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა 86%.
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. ამ ეტაპზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,6%-ია ინფიცირებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.
საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. აღნიშნული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინა შტამებისგან განსხვავებით, ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობს. ბოლო დღეებში ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებელი 22-24 ათასის ფარგლებშია, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებში ეს მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ეპიდემიოლოგების განცხადებით, ახალი შემთხვევების უმეტესობა „ომიკრონს“ უკავშირდება.
„პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა PCR-ტესტირება ორ კვირაში ერთხელ ტარდება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდება, ხორციელდება დამატებითი ტესტირება – როგორც მისი, ისე მასთან შემხებლობაში მყოფი პირების“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში პირი შემდგომი მონიტორინგისთვის სამოქალაქო კლინიკაში გადადის.
ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებულია 71 ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელთაგან 57 სამოქალაქო კლინიკაშია მოთავსებული, 14 მსჯავრდებული კი უკვე გამოჯანმრთელდა და პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდა.
საქართველოს საპატიმროებში ვაქცინაციის სრული კურსი საერთო კონტინგენტის 86%-ს აქვს ჩატარებული, რევაქცინირებულია – 81%, ე.წ. ბუსტერ–დოზით ვაქცინაცია ჩაუტარდა 3.076 პირს. ასევე ვაქცინირებულია პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა 94%.
2021 წლის 1 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 9.341 ადამიანია მოთავსებული, რომელთაგან 338 ქალია.
პატიმართა ძირითად ნაწილს 31-დან 49 წლამდე ასაკის მამაკაცები შეადგენენ. გარდა ამისა, საქართველოს ციხეებში სასჯელს 32 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ ასაკის 63 პირი იხდის.
ყველაზე მეტი პატიმარია რუსთავის №15 და გლდანის პენიტენციურ დაწესებულებებში.