https://sputnik-georgia.com/20220208/ra-gaxda-afetqebis-mizezi-mindelis-saxtze-dasaxelda-pirveladi-vesrsia-264264605.html
რა გახდა აფეთქების მიზეზი მინდელის შახტზე – დასახელდა პირველადი ვერსია
რა გახდა აფეთქების მიზეზი მინდელის შახტზე – დასახელდა პირველადი ვერსია
Sputnik საქართველო
შახტი სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო აპარატურით და ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ დასაქმებულებმა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში იმუშაონ, მიიჩნევს კომისია
2022-02-08T22:13+0400
2022-02-08T22:13+0400
2022-02-08T22:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24538/73/245387357_24:0:1836:1019_1920x0_80_0_0_00851bcb9543ea9df3f3fc4de58cf341.jpg
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. ტყიბულში, მინდელის შახტზე აფეთქების მიზეზი გახდა ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევა და სამთო დისპეტჩერის მიერ აფეთქებაზე ნებართვის გაცემა, განაცხადეს კომპანია „საქნახშირში“.აფეთქება ქვანახშირის მაღაროში 30 იანვარს, გვიან საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა. ისინი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ კვლევის ზოგიერთი პირველადი შედეგი შეიცვალოს, რადგან კვლევა არ დასრულებულა და დგინდება დამატებითი გარემოებები.გამოვლენილ ხარვეზებს შორის პრესკონფერენციაზე დაასახელეს ოსტატ-ამფეთქებლების მიერ „საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების სტანდარტის“ დარღვევა. მეტიც, ერთ-ერთი ოსტატ-ამფეთქებელი საერთოდ არ წასულა უბანზე აფეთქებითი სამუშაოების ჩასატარებლად, ამის შესახებ კი საქმის ხელმძღვანელობა საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ.სოცკის თქმით, კომპანია „საქნახშირი“ გააგრძელებს მუშაობას თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებაზე, რაშიც თითოეული თანამშრომლის ჩართულობა იქნება საჭირო, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ყველანაირი რისკი, რამაც შეიძლება დასაქმებულების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე.„ტექნიკურად შახტი სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო აპარატურით და ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ დასაქმებულებმა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში იმუშაონ. მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – თანამშრომლების მხრიდან უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა და თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებაა, რაზეც „საქნახშირი" აუცილებლად იმუშავებს“, – განაცხადა სოცკიმ.ტყიბულში დაშავებულ ორ მეშახტეს კანი გადაუნერგეს >>ამჟამად ტყიბულში ორი მაღარო მუშაობს – მინდელის და ძიძიგურის. დანარჩენი 25 კარიერი გაჩერებულია 2018 წლის ივლისიდან, მას შემდეგ, რაც სხვადასხვა მიზეზით იქ მუშები დაიღუპნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24538/73/245387357_250:0:1609:1019_1920x0_80_0_0_e37b9d9c2586c41d39443e3ffd5a2d69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აფეთქება მიზეზი მინდელი შახტი ვერსია
აფეთქება მიზეზი მინდელი შახტი ვერსია
რა გახდა აფეთქების მიზეზი მინდელის შახტზე – დასახელდა პირველადი ვერსია
22:13 08.02.2022 (განახლებულია: 22:54 08.02.2022) შახტი სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო აპარატურით და ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ დასაქმებულებმა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში იმუშაონ, მიიჩნევს კომისია.
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. ტყიბულში, მინდელის შახტზე აფეთქების მიზეზი გახდა ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევა და სამთო დისპეტჩერის მიერ აფეთქებაზე ნებართვის გაცემა, განაცხადეს კომპანია „საქნახშირში“.
აფეთქება ქვანახშირის მაღაროში 30 იანვარს, გვიან საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა. ისინი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
„30 იანვარს „მინდელის“ სახელობის შახტზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძება მიმდინარეობს. მომხდარის შესახებ დეტალები შრომის ინსპექციამაც გამოიკვლია. ამასთანავე „საქნახშირში“ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც საქმის დეტალებს იკვლევს და რომლის საბოლოო დასკვნაც მარტის დასაწყისში გახდება ცნობილი“, – განაცხადა კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ სოცკიმ.
კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ კვლევის ზოგიერთი პირველადი შედეგი შეიცვალოს, რადგან კვლევა არ დასრულებულა და დგინდება დამატებითი გარემოებები.
გამოვლენილ ხარვეზებს შორის პრესკონფერენციაზე დაასახელეს ოსტატ-ამფეთქებლების მიერ „საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების სტანდარტის“ დარღვევა. მეტიც, ერთ-ერთი ოსტატ-ამფეთქებელი საერთოდ არ წასულა უბანზე აფეთქებითი სამუშაოების ჩასატარებლად, ამის შესახებ კი საქმის ხელმძღვანელობა საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ.
სოცკის თქმით, კომპანია „საქნახშირი“ გააგრძელებს მუშაობას თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებაზე, რაშიც თითოეული თანამშრომლის ჩართულობა იქნება საჭირო, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ყველანაირი რისკი, რამაც შეიძლება დასაქმებულების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე.
„ტექნიკურად შახტი სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო აპარატურით და ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ დასაქმებულებმა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში იმუშაონ. მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – თანამშრომლების მხრიდან უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა და თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებაა, რაზეც „საქნახშირი" აუცილებლად იმუშავებს“, – განაცხადა სოცკიმ.
ამჟამად ტყიბულში ორი მაღარო მუშაობს – მინდელის და ძიძიგურის. დანარჩენი 25 კარიერი გაჩერებულია 2018 წლის ივლისიდან, მას შემდეგ, რაც სხვადასხვა მიზეზით იქ მუშები დაიღუპნენ.