მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაბადების დღეს ულოცავს

თსუ - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2022
გამოწერა
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) დაარსებიდან 104 წლისთავს ულოცავს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უძველესი უმაღლესი სასწავლებელია. იგი 1918 წლის 26 იანვარს (ახ.სტ. 8 თებერვალს) გაიხსნა, 1989 წლიდან კი ერთ-ერთი დამაარსებლის – ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს.
ჩხენკელის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება იყო უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა საქართველოს საუნივერსიტეტო განათლების ისტორიაში.

„დაარსებიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განუზომელ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში – მას დაკისრებული აქვს არა მხოლოდ მეცნიერების განვითარების, არამედ თაობების აღზრდის და ამ ნიადაგზე საზოგადოების ფორმირების უმნიშვნელოვანესი მისია“, – ნათქვამია მინისტრის მილოცვაში.

მიხეილ ჩხენკელმა საუნივერსიტეტო საზოგადოების თითოეულ წევრს – სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, თანამშრომლებს, კურსდამთავრებულებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დღე მიულოცა და ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო საქმეში მხარდაჭერა გამოუცხადა.
უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლები იყვნენ: კონსტანტინე (კოტე) აფხაზი, გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე, პეტრე მელიქიშვილი. პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, ივანე ჯავახიშვილის წარდგენით, უნივერსიტეტის პირველ რექტორად აირჩიეს.
 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
თსუ მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში დაწინაურდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020 წელს 113 პოზიციით დაწინაურდა და 322-ე ადგილი დაიკავა უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო რეიტინგში Best Global Universities Rankings 2020. ამგვარად, თსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 1,5%-ში შედის.
უნივერსიტეტს აქვს 7 ფაკულტეტი, 60-მდე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, უმდიდრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკა (4 მილიონამდე წიგნითა და პერიოდული გამოცემით), 7 მუზეუმი, აგრეთვე საკუთარი გამომცემლობა და სტამბა.
ყველა ახალი ამბავი
0