https://sputnik-georgia.com/20220207/saxelmwifo-inspeqtoris-samsaxuris-gauqmeba-axali-struqturebis-xelmzrvanelobis-kandidatebi-264228412.html
ცნობილი გახდა კანდიდატთა ვინაობა ახალი საჯარო სამსახურების ხელმძღვანელთა თანამდებობაზე
ცნობილი გახდა კანდიდატთა ვინაობა ახალი საჯარო სამსახურების ხელმძღვანელთა თანამდებობაზე
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა დეპუტატებს, განხილვისას საკითხს პროფესიონალურად მიუდგნენ
2022-02-07T20:49+0400
2022-02-07T20:49+0400
2022-02-07T23:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250322208_0:505:2731:2041_1920x0_80_0_0_fad076f1ea71b6613d03134f439a5e26.jpg
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს წარუდგინა ორ-ორი კანდიდატურა პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელთა თანამდებობებზე.კანდიდატებმა უკვე გაიარეს რეგისტრაცია ბიუროს სხდომაზე და უახლოეს მომავალში წარდგებიან პარლამენტში.პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პრეტენდენტები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, იურისტი, ნოტარიუსთა სასწავლო ცენტრის ყოფილი სპეციალისტი ლელა ჯანაშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კონსტიტუციონალისტი თამარ ალფაიძე.პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური მუშაობს მოქალაქეთა პირადი მონაცემების დაცვის საკითხებზე და მას ხელი მიუწვდება საგამოძიებო ღონისძიებების დროს მოქალაქეთა ფარულ ჩანაწერებზე.სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს შესთავაზა ორი პროკურორის კანდიდატურა: საქართველოს პროკურატურის საპროცესო მართვის დეპარტამენტის უფროსი კარლო კაციტაძე და ქუთაისის რაიონული პროკურორი ემზარ გაგნიძე.საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს სამოხელეო დანაშაულებს, მათ შორის, პროკურატურისა და პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს.პარლამენტში კანდიდატურების განხილვამდე დეპუტატებს მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც მათ მოუწოდა, კანდიდატები პროფესიონალიზმის მიხედვით შეაფასონ.საკონსტიტუციო სასამართლომ ლონდა თოლორაიას სარჩელი წარმოებაში მიიღო >>ახალი სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე იქმნება. დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღებამ ომბუდსმენისა და ოპოზიციის, ასევე თავად სახელმწიფო ინსპექტორის უკმაყოფილება გამოიწვია. გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა პრეზიდენტიც, მაგრამ კანონპროექტს ხელი მაინც მოაწერა.ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი აგრეთვე საქართველოს დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250322208_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_216da5aa7db4918695024cba3b531f05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი საჯარო სამსახურები უფროსი კანდიდატი ვინაობა
ახალი საჯარო სამსახურები უფროსი კანდიდატი ვინაობა
ცნობილი გახდა კანდიდატთა ვინაობა ახალი საჯარო სამსახურების ხელმძღვანელთა თანამდებობაზე
20:49 07.02.2022 (განახლებულია: 23:06 07.02.2022) პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა დეპუტატებს, კანდიდატების განხილვისას ისინი პროფესიონალიზმის მიხედვით შეაფასონ.
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს წარუდგინა ორ-ორი კანდიდატურა პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელთა თანამდებობებზე.
კანდიდატებმა უკვე გაიარეს რეგისტრაცია ბიუროს სხდომაზე და უახლოეს მომავალში წარდგებიან პარლამენტში.
პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პრეტენდენტები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, იურისტი, ნოტარიუსთა სასწავლო ცენტრის ყოფილი სპეციალისტი ლელა ჯანაშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კონსტიტუციონალისტი თამარ ალფაიძე.
პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური მუშაობს მოქალაქეთა პირადი მონაცემების დაცვის საკითხებზე და მას ხელი მიუწვდება საგამოძიებო ღონისძიებების დროს მოქალაქეთა ფარულ ჩანაწერებზე.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს შესთავაზა ორი პროკურორის კანდიდატურა: საქართველოს პროკურატურის საპროცესო მართვის დეპარტამენტის უფროსი კარლო კაციტაძე და ქუთაისის რაიონული პროკურორი ემზარ გაგნიძე.
საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს სამოხელეო დანაშაულებს, მათ შორის, პროკურატურისა და პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
პარლამენტში კანდიდატურების განხილვამდე დეპუტატებს მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც მათ მოუწოდა, კანდიდატები პროფესიონალიზმის მიხედვით შეაფასონ.
„ყველას მიმართ მაქვს თხოვნა, რომ საკითხს პროფესიონალურად მივუდგეთ იმ თვალსაზრისით, რომ არ დავეფუძნოთ რაღაც აღქმებსა და შთაბეჭდილებებს, რომელიც შექმნილია. წარმოდგენილია კანდიდატურები და მათზე მსჯელობა მოხდება საკომიტეტო ფორმატებში, სადაც ჩართვა ყველას შეგიძლიათ“, – მიმართა ფრაქციებს შალვა პაპუაშვილმა.
ახალი სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე იქმნება. დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღებამ ომბუდსმენისა და ოპოზიციის, ასევე თავად სახელმწიფო ინსპექტორის უკმაყოფილება გამოიწვია. გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა პრეზიდენტიც, მაგრამ კანონპროექტს ხელი მაინც მოაწერა.
ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი აგრეთვე საქართველოს დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები.