https://sputnik-georgia.com/20220207/mestiasi-uaxlesi-sabagiro-kompleqsi-gaixsna-264229868.html
მესტიაში ყველაზე სწრაფი საბაგირო კომპლექსი გაიხსნა
მესტიაში ყველაზე სწრაფი საბაგირო კომპლექსი გაიხსნა
Sputnik საქართველო
მესტიის ახალი საბაგიროს სიჩქარე 6 მ/წმ-შია და ის ამიერკავკასიაში ყველაზე სწრაფია.
2022-02-07T22:14+0400
2022-02-07T22:14+0400
2022-02-07T23:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0f/251166977_0:45:1000:608_1920x0_80_0_0_fd1684c2ce96c4227ed17663a75b19a4.jpg
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. მესტიაში, ჰაწვალის ზამთრის კურორტზე ამიერკავკასიაში ყველაზე სწრაფი საბაგირო კომპლექსი გაიხსნა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.ამიერიდან ჰაწვალის მთაზე ასვლა ოთხ წუთში იქნება შესაძლებელი. გონდოლის ტიპის საბაგირო გზის სიჩქარეა 6 მეტრი წამში.არსებული ინფორმაციით, გონდოლის ტიპის საბაგირო ათადგილიანია და მას საათში 1.800 მგზავრი გადაჰყავს. თუმცა მგზავრების რაოდენობის 2.400-მდე გაზრდაც არის შესაძლებელი. მანამდე ჰაწვალზე ღია ტიპის საბაგირო ფუნქციონირებდა.„ეს არის ულტრათანამედროვე საბაგირო, რომელიც რეკორდულ დროში დამონტაჟდა. გახლავთ უახლესი, თანამედროვე, გონდოლის ტიპის საბაგირო, რაც ბევრად უფრო სწრაფია ძველთან შედარებით. შესაბამისად, ის პრობლემები, რაც ადრე იყო, მაგალითად, რიგის, დროის, ახალა აღმოფხვრილია. ახალი საბაგირო გაცილებით უფრო მეტ ტურისტს მოემსახურება, ვიდრე აქამდე ემსახურებოდა“, – განაცხადა „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორმა ირაკლი ჭირაქაძემ.საბაგირო გზის სიგრძე 1.421 მეტრია.ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო რეკორდულ დროში აიგო >>პროექტი საქართველოს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დაკვეთით ავსტრიულ–შვეიცარიულმა კომპანია The Doppelmayr/Garaventa Group-მა შეასრულა. ჰაწვალი–ზურულდის ახალი ულტრათანამედროვე საბაგირო გზის ასაშენებლად მთავრობამ 34 მლნ ლარი გამოყო.Doppelmayr/Garaventa Group საქართველოს ზამთრის კურორტების განვითარების კომპანიასთან 1986 წლიდან თანამშრომლობს.მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარე ჰაწვალი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სამთო-სათხილამურო კურორტია საქართველოში. ის 2011 წლიდან ფუნქციონირებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0f/251166977_66:0:935:652_1920x0_80_0_0_0c833dff2726d5f3e90769cc9d9262a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მესტია საბაგირო კომპლექსი
მესტია საბაგირო კომპლექსი
მესტიაში ყველაზე სწრაფი საბაგირო კომპლექსი გაიხსნა
22:14 07.02.2022 (განახლებულია: 23:23 07.02.2022) მესტიის ახალი საბაგიროს სიჩქარე 6 მ/წმ-შია და ის სამხრეთ კავკასიაში ყველაზე სწრაფია.
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. მესტიაში, ჰაწვალის ზამთრის კურორტზე ამიერკავკასიაში ყველაზე სწრაფი საბაგირო კომპლექსი გაიხსნა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
ამიერიდან ჰაწვალის მთაზე ასვლა ოთხ წუთში იქნება შესაძლებელი. გონდოლის ტიპის საბაგირო გზის სიჩქარეა 6 მეტრი წამში.
არსებული ინფორმაციით, გონდოლის ტიპის საბაგირო ათადგილიანია და მას საათში 1.800 მგზავრი გადაჰყავს. თუმცა მგზავრების რაოდენობის 2.400-მდე გაზრდაც არის შესაძლებელი. მანამდე ჰაწვალზე ღია ტიპის საბაგირო ფუნქციონირებდა.
„ეს არის ულტრათანამედროვე საბაგირო, რომელიც რეკორდულ დროში დამონტაჟდა. გახლავთ უახლესი, თანამედროვე, გონდოლის ტიპის საბაგირო, რაც ბევრად უფრო სწრაფია ძველთან შედარებით. შესაბამისად, ის პრობლემები, რაც ადრე იყო, მაგალითად, რიგის, დროის, ახალა აღმოფხვრილია. ახალი საბაგირო გაცილებით უფრო მეტ ტურისტს მოემსახურება, ვიდრე აქამდე ემსახურებოდა“, – განაცხადა „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორმა ირაკლი ჭირაქაძემ.
საბაგირო გზის სიგრძე 1.421 მეტრია.
პროექტი საქართველოს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დაკვეთით ავსტრიულ–შვეიცარიულმა კომპანია The Doppelmayr/Garaventa Group-მა შეასრულა.
ჰაწვალი–ზურულდის ახალი ულტრათანამედროვე საბაგირო გზის ასაშენებლად მთავრობამ 34 მლნ ლარი გამოყო.
Doppelmayr/Garaventa Group საქართველოს ზამთრის კურორტების განვითარების კომპანიასთან 1986 წლიდან თანამშრომლობს.
მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარე ჰაწვალი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სამთო-სათხილამურო კურორტია საქართველოში. ის 2011 წლიდან ფუნქციონირებს.