ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო რეკორდულ დროში აიგო

გამოწერა
მიუხედავად პანდემიისა, საქართველო აქტიურად ემზადება ფრისტაილსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს ბაკურიანში უნდა ჩატარდეს.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო გზის მშენებლობა დასრულდა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში. 

საბაგიროები საქართველოს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დაკვეთით ავსტრიულ-შვეიცარულმა კომპანია The Doppelmayr/​Garaventa Group-მა გაიყვანა. საბაგიროების მუშაობას ადგილზე გაეცნო ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

„უმოკლეს ვადებში დავასრულეთ ახალი საბაგიროების მშენებლობა დიდველზე. საბაგიროები ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია იმ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ახალი სიცოცხლის, რასაც ვაძლევთ ბაკურიანს. როგორც იცით, 2023 წელს ბაკურიანი ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ ახალი პროექტებით ვპასუხობთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ. 

© photo: Ministry of Economy and Sustainable Development / FBНовая канатная дорога в Бакуриани
ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო რეკორდულ დროში აიგო - Sputnik საქართველო
Новая канатная дорога в Бакуриани

მისი განცხადებით, 2021 წელს ბაკურიანში უკვე გაიმართება პირველ ტურნირი ახალი საბაგიროებისა და ახალი ტრასების გამოყენებით. ეს იქნება პირველი სატესტო ღონისძიება კროს-დისციპლინაში, სკი-კროსის მსოფლიო თასის ეტაპი.

საბაგიროები ექვსადგილიანია. სამივე საბაგიროს გამტარუნარიანობა საათში 5,4 ათასი მგზავრი იქნება, რომლის გაზრდაც შესაძლებელია 7,2 ათას მგზავრამდე. ინოვაციური, უახლესი მოდელით შექმნილი საბაგიროები რეგიონში იმითაც გამოირჩევა, რომ მიწისქვეშა ფარეხი გააჩნია.

თურნავამ მთლიანად სამთო კურორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ისაუბრა. ბაკურიანში აშენდა შემოვლითი გზა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზას კოხტა–მიტარბის ტრასამდე. იგეგმება რეკრეაციული ზონების განახლება. თურნავას თქმით, ყოველივე ეს ბაკურიანში მეტი ტურისტის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით. გარდა ამისა, მოხდება საქართველოს აღნიშვნა მსოფლიო დონის სპორტული შეჯიბრებების რუკაზე.

ყველა ახალი ამბავი
0