მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლუკაშენკო: უკრაინა და შუა აზია რუსეთთან ერთ სახელმწიფოში გაერთიანდებიან

© photo: Sputnik / Maksim Guchekალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2022
გამოწერა
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. უკრაინა დაახლოებით 15 წელში შესაძლოა „საკავშირო სახელმწიფოს“ შემადგენლობაში შევიდეს ბელარუსთან და რუსეთთან ერთად, განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში.
გარდა უკრაინისა, ლუკაშენკო ფიქრობს, რომ მომავალში რუსეთთან შესაძლოა შუა აზიის სახელმწიფოებიც გაერთიანდნენ.

„თქვენ იცით, რომ ბელარუსი უკვე არის „საკავშირო სახელმწიფოში“. ვფიქრობ, რომ ყაზახეთისთვის [იანვრის ანტისამთავრობო პროტესტები] კარგი გაკვეთილი იყო. თუ 15 წელზე ვლაპარაკობთ, დარწმუნებული ვარ, რომ იქ იქნება უკრაინაც, თუ შეცდომებს არ დავუშვებთ. თურქმენეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი — მათი ეკონომიკური აუცილებლობიდან გამომდინარე, ასევე შემოგვიერთდებიან“, — განაცხადა ლუკაშენკომ.

„საკავშირო სახელმწიფო“ — რუსეთისა და ბელორუსის ზენაციონალური ფორმირება ეტაპობრივად ორგანიზებული ერთიანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, საბაჟო, სავალუტო, იურიდიული, ჰუმანიტარული, საბაზრო და კულტურული სივრცით.
„საკავშირო სახელმწიფო“ ეფუძნება რუსეთსა და ბელარუსს შორის საერთაშორისო შეთანხმებას, რომელსაც ხელი 1997 წლის 2 აპრილს მოეწერა.
„საკავშირო სახელმწიფოს“ მშენებლობაში პროგრესი 2021 წლიდან დაიწყო. 2021 წლის 5 ნოემბერს რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა — ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს „საკავშირო სახელმწიფოს“ დეკრეტს, დაამტკიცეს რა ინტეგრაციის 28 პროგრამა გადასახადების, სესხების, აგრეთვე ნავთობის, გაზისა და სატრანსპორტო მომსახურების ერთიანი ბაზრების შექმნის საკითხებში.
მხარეები აპირებენ, რომ გაზის ერთიან ბაზარზე ხელშეკრულებას 2023 წლის 1 დეკემბრამდე მოაწერონ ხელი.
ყველა ახალი ამბავი
0