კულტურის სამინისტრო ეროვნული მუზეუმის მუშაობაში დარღვევების შესახებ

© photo: Sputnikჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2022
გამოწერა
ეროვნულ მუზეუმში არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, რომელიც მუზეუმის ქონების პირობების შესაბამისობას უზრუნველყოფს, აღნიშნავს სამინისტრო.
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მითითებულია დარღვევები. ამ დარღვევებს კულტურის სამინისტრო „უხეშს“ უწოდებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის საქმიანობის შესახებ ანგარიში 4 თებერვალს გამოაქვეყნა. გეგმური შემოწმება 2018–2020 წლებში მუზეუმის მუშაობას მოიცავს. კულტურის სამინისტრომ აუდიტის შემოწმების მონაცემები შეაფასა როგორც „მწვანე შუქი“ სამინისტროს მიერ დაწყებული რეფორმების გასაგრძელებლად.

„მოცემული დასკვნა ნათლად აჩვენებს, რომ კულტურის სამინისტროს მიერ 2021 წლის აპრილიდან განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც, სხვებს შორის, მიზნად ისახავს ეროვნულ მუზეუმში საკადრო ცვლილებებს, სტრუქტურის ოპტიმიზაციას, ექსპონატების პასპორტიზაციასა და ინვენტარიზაციას, ექსპონატების მოძიებასა და მუზეუმში დაბრუნებას, შენობების რემონტსა და რეკონსტრუქციას, კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას, არის გამართლებული და აუცილებელი და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, დარღვევებს შორის გამოვლენილია: მუზეუმის ექსპონატების ექსპოზიციის ვადები; მუზეუმის ზოგიერთი ფონდი საერთოდ არ აღრიცხავდა ექსპონატებს, რაც შეუძლებელს ხდის კონკრეტული ექსპონატების იდენტიფიკაციას; ზოგიერთ შემთხვევაში სამუზეუმო ექსპონატები თავსდებოდა არადამაკმაყოფილებელ გარემოში, მაგალითად, სხვენზე ან სარდაფში, ზოგიერთი ფონდი არ იყო აღჭურვილი ჰაერის ვენტილაციისა და კონდიცირების სათანადო სისტემით, რაც ექსპონატების დაზიანების რისკს ქმნიდა.
„ეროვნულ მუზეუმში არ არსებობს ექსპონატების აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბაზა... არ არის დანერგილი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სამუზეუმო ფასეულობების დაცვის პირობებისა და აღრიცხვის შესაბამისობას მოქმედ რეგულაციებთან. აღნიშნული ზრდის თაღლითობის, ექსპონატების ფიზიკური დაზიანებისა და მათ არსებობასთან დაკავშირებულ რისკებს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ანგარიშის თანახმად, ეროვნული მუზეუმიდან დროებით სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებში გატანილი 944 ექსპონატიდან დაბრუნდა 584, ვადა გაუგრძელდა 360 ერთეულს, აქედან 321-ს ვადა გაუგრძელდა ორჯერ ერთი წლით.
წულუკიანი: დაკარგული ექსპონატების შესახებ მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა>>
ანგარიშში ასევე ნათქვამია საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი გამოყენების შესახებ და მოყვანილია რამდენიმე ფაქტი. მათ შორის აღინიშნება, რომ შემოწმებული წლების პერიოდში ეროვნულ მუზეუმში მოქმედებდა წინა წლებში გაფორმებული 16 საიჯარო ხელშეკრულება.
„2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მოიჯარეებზე ირიცხებოდა 32.915 ლარის დებიტორული დავალიანება, რომელიც 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გაიზარდა 346.245 ლარით და შეადგინა 379.160 ლარი (აქედან 241.083 ლარი − ძირითადი თანხა, 138.077 ლარი − საურავი). ამ თანხის დიდი ნაწილი ექვემდებარება ჩამოწერას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტროში ეროვნული მუზეუმის მოქმედებებს „საჯარო სახსრების არამიზნობრივი და არამართლზომიერი ხარჯვა“ უწოდეს.
ექსპონატები არ დაკარგულა – წულუკიანის განცხადებას საქართველოს ეროვნული მუზეუმი გამოეხმაურა>>
უთანხმოებების შესახებ კულტურის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობას შორის ცნობილი გასული წლის დეკემბერში გახდა, როდესაც მინისტრმა თეა წულუკიანმა ათობით ექსპონატის დაკარგვის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოდან 1999–2010 წლებში გატანილი და საზღვარგარეთ ქვეყნის საელჩოებში ჩაბარებული 117 ღირებული ნახატიდან, სავარაუდოდ, 53 დაიკარგა. მისი თქმით, ეს ყველაფერი მოხდა 2012 წლამდე, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში.
ამის საპასუხოდ ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობამ იანვრის ბოლოს გამოაქვეყნა განცხადება, რომ მუზეუმში დაცული არცერთი ექსპონატი მისი დაარსებიდან დღემდე არ დაკარგულა.
ყველა ახალი ამბავი
0