წულუკიანი: დაკარგული ექსპონატების შესახებ მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა

© Government of Georgiaთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი  - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2022
გამოწერა
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაკარგული ექსპონატების შესახებ მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა, განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
2021 წლის დეკემბერში წულუკიანმა განაცხადა, რომ 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, რომელიც ძვირადღირებული ძვირფასი ფერწერული ტილოებია, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია.
ექსპონატების დაკარგვის ფაქტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდების ინვენტარიზაციის დროს აღმოაჩინეს. 2021 წლის აპრილში ქართული ექსპონატების სამშობლოში დაბრუნების პროექტის განხორციელება დაიწყო.
„მე ყველა მედიასაშუალებას ვთავაზობ, როდესაც ინვენტარიზაცია დასრულდება, ფართო განხილვები მოეწყოს იმ სავალალო შედეგებზე, რომლის თანამონაწილეები ახლა უკვე ქუჩაში მყოფი აქციის მონაწილეები არიან, რადგანაც ვერავინ იტყვის – მერე რა მოხდა, როცა დაკარგულია ექსპონატები“, - განაცხადა „პირველი არხის“ ეთერში წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, გამოძიება ზუსტად დაადგენს ექსპონატების დაკარგვის პერიოდს.
ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზისთვის საქართველოში ორი ლაბორატორია იქმნება>>>
წულუკიანმა ასევე უარყო მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ არსად წასვლას არ აპირებს.
21 იანვარს კულტურის სამინისტროსთან მინისტრის პოლიტიკით უკმაყოფილო პირთა საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ წულუკიანის მიერ გათავისუფლებული სამინისტროს თანამშრომლები.
ყველა ახალი ამბავი
0