https://sputnik-georgia.com/20211203/iqmneba-laboratoriebi-xelovnebis-nimusebis-eqspertizistvis-262584275.html
ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზისთვის საქართველოში ორი ლაბორატორია იქმნება
ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზისთვის საქართველოში ორი ლაბორატორია იქმნება
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს ექსპერტიზა, რომელიც ნამუშევრის ავტორის ვინაობას დაადასტურებს 03.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-03T21:17+0400
2021-12-03T21:17+0400
2021-12-03T21:17+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24281/31/242813143_0:94:1000:657_1920x0_80_0_0_f7b3543c6ce6db7d0af64f54257fbf41.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქმნის ორ ლაბორატორიას, რომელთაგან ერთ-ერთი იტყვის, ვინ არის კონკრეტული ნამუშევრის ავტორი, განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში დღეისათვის ასეთი ექსპერტიზა არ არსებობს.მინისტრის ინფორმაციით, მეორე ლაბორატორია შეიქმნება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, რაშიც კულტურის სამინისტროს, კონსულტაციის სახით, ფასდაუდებელი დახმარება გაუწია ირაკლი ფარჯიანის საერთაშორისო ფონდმა.„შესყიდვის პროცედურები დაწყებულია და თუ ჩვენი იმედები გამართლდა და კარგად ვიმუშავეთ, ჩვენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ფართო გაგებით, ჩვენს რეგიონში ყველას შევთავაზებთ სახელოვნებო ექსპერტიზას იმიტომ, რომ არის ბევრი ადამიანი, მათ შორის, კოლექციონერები, ან ოჯახები, ვისაც სჭირდება შეაფასოს მათ მფლობელობაში არსებული ნივთი იმისათვის, რომ ან გაყიდოს ან შესაბამის ფასად გადასცეს მუზეუმს,“ — განაცხადა თეა წულუკიანმა.დღეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელ თეა წულუკიანს საკანონმდებლო ორგანოში მოუსმინეს „მინისტრის საათის“ ფარგლებში. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გასულ კვირას მიიღეს.პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თითოეულმა მინისტრმა პარლამენტს წელიწადში ერთხელ უნდა წარუდგინოს ანგარიში გაწეული სამუშაოს შესახებ.
https://sputnik-georgia.com/20211202/tbilisshi-istoriuli-shenobis-restavracia-dasrulda-262542235.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24281/31/242813143_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_b7a283217fc8d9145eebdfafcf26449f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზისთვის საქართველოში ორი ლაბორატორია იქმნება
ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს ექსპერტიზა, რომელიც ნამუშევრის ავტორის ვინაობას დაადასტურებს
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქმნის ორ ლაბორატორიას, რომელთაგან ერთ-ერთი იტყვის, ვინ არის კონკრეტული ნამუშევრის ავტორი,
განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში დღეისათვის ასეთი ექსპერტიზა არ არსებობს.
„ერთი ლაბორატორია იქნება სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. დღეს არ არსებობს არავითარი ექსპერტიზა, რომელიც იტყვის, რომ მაგალითად, ეს ფიროსმანია, ან არ არის ფიროსმანი. ამასთან დაკავშირებით ამჟამადაც გვაქვს სასამართლო დავები“, — განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის ინფორმაციით, მეორე ლაბორატორია შეიქმნება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, რაშიც კულტურის სამინისტროს, კონსულტაციის სახით, ფასდაუდებელი დახმარება გაუწია ირაკლი ფარჯიანის საერთაშორისო ფონდმა.
„შესყიდვის პროცედურები დაწყებულია და თუ ჩვენი იმედები გამართლდა და კარგად ვიმუშავეთ, ჩვენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ფართო გაგებით, ჩვენს რეგიონში ყველას შევთავაზებთ სახელოვნებო ექსპერტიზას იმიტომ, რომ არის ბევრი ადამიანი, მათ შორის, კოლექციონერები, ან ოჯახები, ვისაც სჭირდება შეაფასოს მათ მფლობელობაში არსებული ნივთი იმისათვის, რომ ან გაყიდოს ან შესაბამის ფასად გადასცეს მუზეუმს,“ — განაცხადა თეა წულუკიანმა.
დღეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელ თეა წულუკიანს საკანონმდებლო ორგანოში მოუსმინეს „მინისტრის საათის“ ფარგლებში. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გასულ კვირას მიიღეს.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თითოეულმა მინისტრმა პარლამენტს წელიწადში ერთხელ უნდა წარუდგინოს ანგარიში გაწეული სამუშაოს შესახებ.