თბილისში კიდევ ერთი ისტორიული შენობის რესტავრაცია დასრულდა

© Tbilisi City Hallფურცელაძის ქუჩაზე ისტორიული შენობის რესტავრაცია დასრულდა
ფურცელაძის ქუჩაზე ისტორიული შენობის რესტავრაცია დასრულდა
 - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
გამოწერა
პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში ასევე მიმდინარეობს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია–რესტავრაცია.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ფურცელაძის ქუჩის №16-ში მდებარე ისტორიული შენობის რესტავრაცია დასრულდა, იუწყება მერიის პრეს-სამსახური.
რესტავრაციის ფარგლებში ავარიული შენობის ნაწილი, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარებოდა, დაიშალა და აშენდა ახალი საცხოვრებელი სახლი. ასევე შეიცვალა სახურავი, გამოიცვალა წყალმომარაგების, ელექტრომომარაგების და გაზმომარაგების სისტემა, შენარჩუნდა ისტორიული შენობის ფასადის ნაწილი და აღდგა პირვანდელი სახით. დასრულებული პროექტი თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
„ჩვენ უკვე დავასრულეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ამ კონკრეტული სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სახლი იყო ავარიულ მდგომარეობაში, რომლის ნაწილიც, ფაქტობრივად, დანგრეული იყო და მოხდა მისი მთლიანად განახლება“, – განაცხადა კალაძემ.
ორბელიანის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
იბადება „ახალი ტფილისი" – დედაქალაქში 93 ისტორიული შენობა გარემონტდა
თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა მასშტაბური პროექტი „ახალი ტფილისი“ 2016 წელს დაიწყეს. პროექტი დედაქალაქის ცენტრში ძველი შენობების რესტავრაციას და ახალი საზოგადოებრივ–სარეკრეაციო ზონებისა და ტურისტული მარშრუტების შექმნას გულისხმობს.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა ორბელიანის მოედანზე და მიმდებარე ქუჩებზე მდებარე 22 შენობის სარესტავრაციო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთაგან 13-ს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზაარბრიუკენის და ე.წ. მშრალ ხიდებს, დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსს, დედაენისა და 9 მარტის ბაღებს, ასევე კულტურული მემკვიდრეობის 22 ძეგლს.
პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში ასევე მიმდინარეობს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია–რესტავრაცია. პროექტის ბიუჯეტი 3,3 მლნ ლარია და მის დაფინანსებაში ფრანგული მხარეც მონაწილეობს. მიმდინარე პროექტების სიაშია ასევე რუსთაველის გამზირზე მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.
ყველა ახალი ამბავი
0