https://sputnik-georgia.com/20220207/komitetma-opozicionerebistvis-uflebamosilebis-shewyvetas-mxari-dauchira-264223940.html
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოპოზიციონერებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოპოზიციონერებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
Sputnik საქართველო
აპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ჯაფარიძე-ნათელაშვილი-ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირა
2022-02-07T18:51+0400
2022-02-07T18:51+0400
2022-02-07T22:01+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964949_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_552b910263d3b5a5593676777490b754.jpg
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის – ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირა.საპროცედურო საკითხთა კომიტეტს აღნიშნულ საკითხზე 31 იანვარს უნდა ემსჯელა, მაგრამ სხდომა გადაიდო, რადგან კომიტეტის ერთბაშად რამდენიმე წევრი კოვიდ-კონტაქტი აღმოჩნდა.დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი პლენარულ სხდომაზე განსახილველად 14-18 თებერვლის სასესიო კვირაში გავა.როგორც ადრე კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, ელენე ხოშტარიასა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხი დადგა იმის გამო, რომ მათ საშემოდგომო სესიაზე გამართული სხდომების ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით გააცდინეს, რაც, კონსტიტუციის მიხედვით, დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს, ამ შემთხვევაში დეპუტატის მანდატის მოსალოდნელი ჩამორთმევის მიზეზი სასამართლოს განაჩენია, რომლის მიხედვითაც ის თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს.12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო 2008 წელს დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში და 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ის, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდა.საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე დამნაშავედ არის ცნობილი, მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეიძლება ჩამოერთვას.თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს, მაშინ საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობა ამჟამინდელი 148-დან 145-მდე შემცირდება, რადგან მანამდე პარტიებმა, რომელთაც ჯაფარიძე, ნათელაშვილი და ხოშტარია წარმოადგენენ, საკუთარი პარტიული სიები გააუქმეს.წყარო: საქართველოს პარლამენტი
https://sputnik-georgia.com/20220120/saqartvelos-parlaments-sesazloa-ramdenime-opozioneri-gamoakldes-263770742.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964949_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_0b31308622710ab3b6b36cadd68c5e44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო პარლამენტი ოპოზიცია უფლებამოსილების შეწყვეტა
საქართველო პარლამენტი ოპოზიცია უფლებამოსილების შეწყვეტა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოპოზიციონერებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
18:51 07.02.2022 (განახლებულია: 22:01 07.02.2022) სხდომების გაცდენა და სასამართლოს განაჩენი სადეპუტატო მანდატის მოხსნის საფუძველი შეიძლება გახდეს.
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის – ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტს აღნიშნულ საკითხზე 31 იანვარს უნდა ემსჯელა, მაგრამ სხდომა გადაიდო, რადგან კომიტეტის ერთბაშად რამდენიმე წევრი კოვიდ-კონტაქტი აღმოჩნდა.
დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი პლენარულ სხდომაზე განსახილველად 14-18 თებერვლის სასესიო კვირაში გავა.
როგორც ადრე კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, ელენე ხოშტარიასა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხი დადგა იმის გამო, რომ მათ საშემოდგომო სესიაზე გამართული სხდომების ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით გააცდინეს, რაც, კონსტიტუციის მიხედვით, დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს, ამ შემთხვევაში დეპუტატის მანდატის მოსალოდნელი ჩამორთმევის მიზეზი სასამართლოს განაჩენია, რომლის მიხედვითაც ის თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს.
12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო 2008 წელს დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში და 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ის, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდა.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე დამნაშავედ არის ცნობილი, მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეიძლება ჩამოერთვას.
თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს, მაშინ საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობა ამჟამინდელი 148-დან 145-მდე შემცირდება, რადგან მანამდე პარტიებმა, რომელთაც ჯაფარიძე, ნათელაშვილი და ხოშტარია წარმოადგენენ, საკუთარი პარტიული სიები გააუქმეს.