https://sputnik-georgia.com/20220120/saqartvelos-parlaments-sesazloa-ramdenime-opozioneri-gamoakldes-263770742.html
საქართველოს პარლამენტს შესაძლოა რამდენიმე ოპოზიციონერი გამოაკლდეს
საქართველოს პარლამენტს შესაძლოა რამდენიმე ოპოზიციონერი გამოაკლდეს
Sputnik საქართველო
სხდომების გაცდენა და სასამართლოს განაჩენი სადეპუტატო მანდატის მოხსნის საფუძველი შეიძლება გახდეს
2022-01-20T19:18+0400
2022-01-20T19:18+0400
2022-01-21T01:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/02/251043380_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_8520d41b87f40aa66b37288f8fc458de.jpg
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის - ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს.როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, ხოშტარიასა და ნათელაშვილისთვის მანდატის მოხსნის საკითხის დაყენებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის ის ჩანაწერი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.რაც შეეხება ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს, ამ შემთხვევაში სადეპუტატო მანდატის მოხსნის საფუძველი სასამართლოს განაჩენი შეიძლება გახდეს.სასამართლომ იანვარში ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში და 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ის, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდა.საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე დამნაშავედ არის ცნობილი, მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეიძლება ჩამოერთვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/02/251043380_152:0:2883:2048_1920x0_80_0_0_ca0d1d210bc5540ec5692ea645d1b334.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო პარლამენტი ოპოზიციონერი
საქართველო პარლამენტი ოპოზიციონერი
საქართველოს პარლამენტს შესაძლოა რამდენიმე ოპოზიციონერი გამოაკლდეს
19:18 20.01.2022 (განახლებულია: 01:03 21.01.2022) სხდომების გაცდენა და სასამართლოს განაჩენი სადეპუტატო მანდატის მოხსნის საფუძველი შეიძლება გახდეს
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის - ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, ხოშტარიასა და ნათელაშვილისთვის მანდატის მოხსნის საკითხის დაყენებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის ის ჩანაწერი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
„ეს ორი დეპუტატი საშემოდგომო სესიის არც ერთ სხდომას არ დასწრებიან. ავტომატურად მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება. ბუნებრივია, კომიტეტი ვალდებულია, საკითხი განიხილოს და დასკვნა პარლამენტის პლენარულ სხდომას მიაწოდოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს, ამ შემთხვევაში სადეპუტატო მანდატის მოხსნის საფუძველი სასამართლოს განაჩენი შეიძლება გახდეს.
სასამართლომ იანვარში ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში და 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ის, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდა.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე დამნაშავედ არის ცნობილი, მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეიძლება ჩამოერთვას.