https://sputnik-georgia.com/20220205/saqartvelosi-kovid-sezrudvebis-nawili-moixsna-detalebi-264180393.html
საქართველოში კოვიდ-შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა: დეტალები
საქართველოში კოვიდ-შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა: დეტალები
Sputnik საქართველო
მოქმედ შეზღუდვებს შორის არის პირბადის სავალდებულო ტარება როგორც დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში, ასევე ქუჩაში.
2022-02-05T19:05+0400
2022-02-05T19:05+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24439/14/244391457_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_d883a37802f0b0ce42cda9303b83980d.jpg
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. საქართველოში გაუქმდა „მწვანე პასპორტების“ წარდგენის ვალდებულება გარკვეულ საჯარო დაწესებულებაში სტუმრობისას, გაიხსნა კაზინოები და სასტუმროებს კონცერტების გამართვის უფლება მიესცა.შესაბამისი ცვლილებები შევიდა მთავრობის დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“.„მწვანე პასპორტი“ აღარ არის საჭირო რესტორნებში, თეატრებში, ფიტნეს-ცენტრებსა და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში შესვლისას.კონცერტების გამართვა შესაძლებელია იმ სასტუმროების ტერიტორიაზე, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის ყველა პირობა.ყველა კაზინო და ტოტალიზატორი ოფიციალურად გაიხსნა, ნათქვამია ცვლილებებში.ამავდროულად, ქვეყანაში კვლავ მოქმედებს აკრძალვა ნებისმიერი გასართობი და კულტურული ღონისძიების გამართვაზე, გარდა სპექტაკლებისა და ფილმების ჩვენებისა, ფესტივალებისა და ხელოვნებასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა. ასევე აკრძალულია მასობრივი შეკრებები და პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში, ასევე ქუჩაში.10.667 შემთხვევა თბილისში: რა ეპიდვითარებაა რეგიონებში >>საქართველო „ომიკრონით" გამოწვეულ კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელთანაც დაკავშირებულია ბოლო დღეების ანტირეკორდები. შაბათს კორონავირუსის 23 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24439/14/244391457_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_9986249fb753e7090d8b10d1f6e7a082.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო კოვიდ-შეზღუდვები ნაწილი მოხსნა დეტალები
საქართველო კოვიდ-შეზღუდვები ნაწილი მოხსნა დეტალები
საქართველოში კოვიდ-შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა: დეტალები
19:05 05.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) მოქმედ შეზღუდვებს შორის არის პირბადის სავალდებულო ტარება როგორც დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში, ასევე ქუჩაში.
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. საქართველოში გაუქმდა „მწვანე პასპორტების“ წარდგენის ვალდებულება გარკვეულ საჯარო დაწესებულებაში სტუმრობისას, გაიხსნა კაზინოები და სასტუმროებს კონცერტების გამართვის უფლება მიესცა.
შესაბამისი ცვლილებები შევიდა მთავრობის დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“.
„მწვანე პასპორტი“ აღარ არის საჭირო რესტორნებში, თეატრებში, ფიტნეს-ცენტრებსა და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში შესვლისას.
კონცერტების გამართვა შესაძლებელია იმ სასტუმროების ტერიტორიაზე, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის ყველა პირობა.
ყველა კაზინო და ტოტალიზატორი ოფიციალურად გაიხსნა, ნათქვამია ცვლილებებში.
ამავდროულად, ქვეყანაში კვლავ მოქმედებს აკრძალვა ნებისმიერი გასართობი და კულტურული ღონისძიების გამართვაზე, გარდა სპექტაკლებისა და ფილმების ჩვენებისა, ფესტივალებისა და ხელოვნებასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა. ასევე აკრძალულია მასობრივი შეკრებები და პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში, ასევე ქუჩაში.
საქართველო „ომიკრონით" გამოწვეულ კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელთანაც დაკავშირებულია ბოლო დღეების ანტირეკორდები. შაბათს კორონავირუსის 23 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო.