https://sputnik-georgia.com/20220205/sagangebo-situaciebis-martvis-samsaxuristvis-etikis-kodeqsi-damtkicda-264182748.html
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ეთიკის კოდექსი დამტკიცდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ეთიკის კოდექსი დამტკიცდა
Sputnik საქართველო
სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება აზარტული თამაშები და სამუშაო ფორმით ისეთ გარემოში ყოფნა, რომელიც შეუფერებელია მისი პროფესიისთვის.
2022-02-05T21:13+0400
2022-02-05T21:13+0400
2022-02-05T21:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/17/250974504_246:52:1280:634_1920x0_80_0_0_3487849e2edddccb5215c9ee49963963.jpg
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. საქართველოში 1 აპრილს ამოქმედდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეთიკის კოდექსი, რომელიც სამსახურის თანამშრომლების საზოგადოებასთან ურთიერთობებს არეგულირებს.ეთიკის კოდექსი გულისხმობს სამსახურის თანამშრომელთა ქცევის წესების ერთიან სტანდარტს.კერძოდ, თანამშრომლებს ეკრძალებათ სამსახურში ალკოჰოლის მიღება, მათი პროფესიისთვის შეუფერებელ ადგილებში უნიფორმით ყოფნა, აზარტული თამაშები, სამსახურში მოპოვებული ინფორმაციის პირადი ინტერესებისთვის გამოყენება, სოციალური ქსელების და მედიის გამოყენება სამუშაოს დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით.ამასთან, სამსახურის თანამშრომელი მზად უნდა იყოს, მოქალაქეებს დახმარება არასამუშაო საათებშიც გაუწიოს.კოდექსი ავალდებულებს მაშველებსა და მეხანძრეებს, ადამიანებთან ურთიერთობაში გამოიჩინონ ტაქტი, თავაზიანობა და კეთილგანწყობა. მოქალაქეებთან ურთიერთობისას მათ ეკრძალება სიგარეტის მოწევა და საღეჭი რეზინის მოხმარება.კოდექსის თანახმად, მოსამსახურე ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად იცავს კანონის უზენაესობის, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის, სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის, გამჭვირვალობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, თანაზომიერების, ჰუმანიზმის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს.ნუ გადახვალთ ტბის გაყინულ ზედაპირზე - საქართველოში მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ >>ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, მათ შორის, დისციპლინურ პასუხისმგებლობას.ეთიკის კოდექსი დამტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ბრძანების საფუძველზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/17/250974504_487:45:1263:627_1920x0_80_0_0_2be8e87bc7cf6054790ecf549055441f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მეხანძრეები მაშველები ეთიკა კოდექსი
მეხანძრეები მაშველები ეთიკა კოდექსი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ეთიკის კოდექსი დამტკიცდა
21:13 05.02.2022 (განახლებულია: 21:14 05.02.2022) სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება აზარტული თამაშები და სამუშაო ფორმით ისეთ გარემოში ყოფნა, რომელიც შეუფერებელია მისი პროფესიისთვის.
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. საქართველოში 1 აპრილს ამოქმედდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეთიკის კოდექსი, რომელიც სამსახურის თანამშრომლების საზოგადოებასთან ურთიერთობებს არეგულირებს.
ეთიკის კოდექსი გულისხმობს სამსახურის თანამშრომელთა ქცევის წესების ერთიან სტანდარტს.
კერძოდ, თანამშრომლებს ეკრძალებათ სამსახურში ალკოჰოლის მიღება, მათი პროფესიისთვის შეუფერებელ ადგილებში უნიფორმით ყოფნა, აზარტული თამაშები, სამსახურში მოპოვებული ინფორმაციის პირადი ინტერესებისთვის გამოყენება, სოციალური ქსელების და მედიის გამოყენება სამუშაოს დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით.
ამასთან, სამსახურის თანამშრომელი მზად უნდა იყოს, მოქალაქეებს დახმარება არასამუშაო საათებშიც გაუწიოს.
კოდექსი ავალდებულებს მაშველებსა და მეხანძრეებს, ადამიანებთან ურთიერთობაში გამოიჩინონ ტაქტი, თავაზიანობა და კეთილგანწყობა. მოქალაქეებთან ურთიერთობისას მათ ეკრძალება სიგარეტის მოწევა და საღეჭი რეზინის მოხმარება.
კოდექსის თანახმად, მოსამსახურე ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად იცავს კანონის უზენაესობის, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის, სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის, გამჭვირვალობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, თანაზომიერების, ჰუმანიზმის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს.
ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, მათ შორის, დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
ეთიკის კოდექსი დამტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ბრძანების საფუძველზე.