ნუ გადახვალთ ტბის გაყინულ ზედაპირზე - საქართველოში მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

© photo: Sputnikკუს ტბა იანვარში
კუს ტბა იანვარში - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2022
გამოწერა
ვრცელდება ფოტოები, სადაც ლისისა და კუს ტბებზე, გაყინულ ზედაპირზე მოქალაქეები გადაადგილდებიან.
თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, არ გადავიდნენ ტბების გაყინულ ზედაპირზე, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ტემპერატურის ვარდნის გამო, ტბებსა და წყალსაცავებზე არის ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა. თბილისში ლისისა და კუს ტბებზე შეინიშნება მოქალაქეთა გადაადგილება, რაც საფრთხის შემცველია.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე. ყინულის ფენაზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი ჩატეხვა და საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ლისისა და კუს ტბის ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ მათ მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები.
ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს გაყინული ლისის ტბის ფოტოებს, სადაც ადამიანები სეირნობენ.
წყარო - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0