რაგბი: საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პორტუგალიასთან მატჩისთვის

© Facebook / Georgian Rugbyბორჯღალოსნების ვარჯიში
ბორჯღალოსნების ვარჯიში - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული და ტიტულების რაოდენობით რეკორდსმენია – 13.
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დაასახელა შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის პორტუგალიის წინააღმდეგ, რომელიც 6 თებერვალს თბილისში მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.
23-კაციან სიაში ერთბაშად ოთხი დებიუტანტია, ერთ-ერთი მათგანი თამაშში პირველივე წუთებიდან ჩაერთვება. ეს არის სანდრო მამამთავრიშვილი. მარქაფაში არიან ლუკა ნიორაძე, ნიკო აფციაური და დავით მესხი.

„სამწუხაროა, რომ კოვიდ-ინფექციის გამო თავიდანვე გამოგვაკლდა მოთამაშეთა ნაწილი და შემდგომ, ვარჯიშის პროცესშიც განვიცადეთ დანაკლისი. აქედან გამომდინარე მთლად კომფორტულად ვერ ვართ და გარკვეული გადაადგილებები მოგვიწია, მაგრამ საბედნიეროდ, გვყავს რეზერვი „შავი ლომიდან“. მთლიანობაში, სასურველი შემადგენლობა არ გვყავს, თუმცა ამას მეორე, კარგი მხარეც აქვს – სხვა მოთამაშეებს მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი“, – მოჰყავს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის სიტყვები საქართველოს რაგბის კავშირს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პორტუგალიასთან მატჩისთვის:
ხაზი: ლაშა ხმალაძე, აკა ტაბუცაძე, დემე თაფლაძე, მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, მირიან მოდებაძე (ყველანი „შავი ლომი“, საქართველო), თედო აბჟანდაძე („ბრივი“, საფრანგეთი), გელა აფრასიძე („მონპელიე“, საფრანგეთი).
შერკინება: გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ“, საფრანგეთი), ვანო კარკაძე „(ბრივი“, საფრანგეთი), ბექა გიგაშვილი („ტულონი“, საფრანგეთი), ქერდიყოშვილი („აჟენი“, საფრანგეთი), ლაშა ჯაიანი („შავი ლომი“, საქართველო), ოთარ გიორგაძე („ბრივი“, საფრანგეთი), სანდრო მამამთავრიშვილი („შავი ლომი“, საქართველო), თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“, საფრანგეთი).
აღსანიშნავია ისიც, რომ მატჩზე გულშემატკივრებს დაუშვებენ. შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში საქართველოს გარდა მონაწილეობას მიიღებენ რუმინეთის, რუსეთის, პორტუგალიის, ესპანეთისა და ნიდერლანდის ნაკრებები.
რაგბი ევროპა 2022 – გამოქვეყნდა „ბორჯღალოსნების“ ოფიციალური კალენდარი >>
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
საქართველო – პორტუგალია, 6 თებერვალი
ნიდერლანდი – საქართველო, 12 თებერვალი
საქართველო – რუსეთი, 27 თებერვალი
რუმინეთი – საქართველო, 12 მარტი
საქართველო – ესპანეთი, 20 მარტი
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული (ბორჯღალოსნებმა ტურნირი ზედიზედ ექვსჯერ მოიგეს) და ტიტულების რაოდენობით რეკორდსმენია – 13.
წყარო - საქართველოს რაგბის კავშირი
ყველა ახალი ამბავი
0