რაგბი ევროპა 2022 – გამოქვეყნდა „ბორჯღალოსნების“ ოფიციალური კალენდარი

© Georgian Rugby Unionრაგბი
რაგბი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
გამოწერა
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. გამოქვეყნდა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის 2022 წლის გათამაშების კალენდარი – საქართველოს ნაკრები სამ მატჩს მასპინძლის რანგში, ხოლო ორ შეხვედრას გასვლაზე გამართავს.
ლევან მაისაშვილის მიერ გაწვრთნილი გუნდი პორტუგალიის, რუსეთისა და ესპანეთის ნაკრებებს შინ უმასპინძლებს, ნიდერლანდსა და რუმინეთს კი გასვლაზე დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების მატჩების კალენდარი ასე გამოიყურება:
6 თებერვალი, საქართველო – პორტუგალია (თბილისი)
12 თებერვალი, ნიდერლანდი – საქართველო (ამსტერდამი)
27 თებერვალი, საქართველო – რუსეთი (თბილისი)
12 მარტი, რუმინეთი – საქართველო (ბუქარესტი)
20 მარტი, საქართველო – ესპანეთი (თბილისი)
2021 და 2022 წლების „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატები ამავდროულად საფრანგეთში დაგეგმილი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპია.
პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები ავტომატურად გავლენ მსოფლიო ჩემპიონატზე. მესამე ადგილზე გასული ნაკრები კი მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ „ბორჯღალოსნებმა“ გასული წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი ხუთიდან ხუთი მოგებით დაასრულეს.
ყველა ახალი ამბავი
0