„ნაცმოძრაობის“ დეპუტატს სასამართლომ გირაო შეუფარდა

© photo: Sputnikრუსთავის სასამართლო
რუსთავის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2022
გამოწერა
პროკურატურა ოპოზიციონერი დეპუტატისთვის 10 ათას ლარიანი გირაოს დაკისრებას ითხოვდა, მოსამართლემ კი მოთხოვნა ნაწილობრივ გაითვალისწინა.
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ რუსთავში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობის საქმეზე დეპუტატ დავით კირკიტაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის ოდენობით გირაო განუსაზღვრა.
ბრალდებულის მხარე დავით კირკიტაძისთვის 10 ათას ლარიანი გირაოს დაკისრებას ითხოვდა, ხოლო დეპუტატის ადვოკატის მოთხოვნა იყო, მოსამართლეს ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძემ სიტყვით მიმართა მოსამართლეს და აღნიშნა, რომ არ ეთანხმებოდა ბრალდებას და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
საქმე ეხება 2021 წლის 24 ოქტომბერს ქალაქ რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარ ინციდენტს, სადაც ერთ-ერთი ბრალდებული თანხმლებ პირებთან ერთად ოპოზიციური პარტიის წარსულ პოლიტიკასა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დავით კირკიტაძის მონაწილეობას აპროტესტებდა.
აღნიშნული პროტესტის მიმდინარეობისას ოფისში ოპოზიციური პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები გამოჩდნენ. ადგილზე იმყოფებოდა დავით კირკიტაძეც, რომელიც მის მიმართ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულების გამო თანხმლებ პირებთან ერთად თავს დაესხა აქციის ორ მონაწილეს.
მომხდარი კონფლიქტის დროს აქციის სამმა მონაწილემ პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ ორ პირზე ფიზიკურად იძალადა.
პროკურატურამ 2021 წლის 24 ოქტომბერს რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილე პირების, მათ შორის დეპუტატ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
დავით კირკიტაძე „ნაცმოძრაობის" ოფისთან მომხდარი ჩხუბის საქმეზე გადაწყვეტილებას ელოდება >>
რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეუფარდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0