https://sputnik-georgia.com/20220204/kirkitaze-sasamartlos-gadawyvetilebas-elodeba-264154194.html
დავით კირკიტაძე „ნაცმოძრაობის" ოფისთან მომხდარი ჩხუბის საქმეზე გადაწყვეტილებას ელოდება
დავით კირკიტაძე „ნაცმოძრაობის" ოფისთან მომხდარი ჩხუბის საქმეზე გადაწყვეტილებას ელოდება
Sputnik საქართველო
საუბარია გასული წლის 24 ოქტომბერს ქალაქ რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარ ინციდენტზე.
2022-02-04T16:38+0400
2022-02-04T16:38+0400
2022-02-04T20:43+0400
შემთხვევები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23532/59/235325988_185:220:2876:1734_1920x0_80_0_0_1f91dc63e0f212116a551a141dc0ae90.jpg
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ რუსთავში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარი ძალადობის ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრის დავით კირკიტაძისა და კიდევ სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქმე ეხება 2021 წლის 24 ოქტომბერს ქალაქ რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარ ინციდენტს, სადაც ერთ-ერთი ბრალდებული თანხმლებ პირებთან ერთად ოპოზიციური პარტიის წარსულ პოლიტიკასა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დავით კირკიტაძის მონაწილეობას აპროტესტებდა.გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პროტესტის მიმდინარეობისას ოფისში ოპოზიციური პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები გამოჩდნენ. ადგილზე იმყოფებოდა დავით კირკიტაძეც, რომელიც მის მიმართ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულების გამო თანხმლებ პირებთან ერთად თავს დაესხა აქციის ორ მონაწილეს.მომხდარი კონფლიქტის დროს აქციის სამმა მონაწილემ პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ ორ პირზე ფიზიკურად იძალადა.კირკიტაძე: რუსთავში „ნაცმოძრაობის“ ოფისზე თავდასხმა მოხდა>>რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეუფარდა. რაც შეეხება პარლამენტის წევრ დავით კირკიტაძეს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს ორ წლამდე პატიმრობას.წყარო: საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23532/59/235325988_442:190:2501:1734_1920x0_80_0_0_ab0e6d3486943f761fd300ef380568d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კირკიტაძენაცმოძრაობა ჩხუბი გადაწყვეტილება
კირკიტაძენაცმოძრაობა ჩხუბი გადაწყვეტილება
დავით კირკიტაძე „ნაცმოძრაობის" ოფისთან მომხდარი ჩხუბის საქმეზე გადაწყვეტილებას ელოდება
16:38 04.02.2022 (განახლებულია: 20:43 04.02.2022) რუსთავში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე სამი პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ რუსთავში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარი ძალადობის ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრის დავით კირკიტაძისა და კიდევ სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმე ეხება 2021 წლის 24 ოქტომბერს ქალაქ რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარ ინციდენტს, სადაც ერთ-ერთი ბრალდებული თანხმლებ პირებთან ერთად ოპოზიციური პარტიის წარსულ პოლიტიკასა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დავით კირკიტაძის მონაწილეობას აპროტესტებდა.
გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პროტესტის მიმდინარეობისას ოფისში ოპოზიციური პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები გამოჩდნენ. ადგილზე იმყოფებოდა დავით კირკიტაძეც, რომელიც მის მიმართ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულების გამო თანხმლებ პირებთან ერთად თავს დაესხა აქციის ორ მონაწილეს.
მომხდარი კონფლიქტის დროს აქციის სამმა მონაწილემ პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ ორ პირზე ფიზიკურად იძალადა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეუფარდა. რაც შეეხება პარლამენტის წევრ დავით კირკიტაძეს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს ორ წლამდე პატიმრობას.