Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

კირკიტაძე: რუსთავში „ნაცმოძრაობის“ ოფისზე თავდასხმა მოხდა

© photo: Sputnik / Olga Kiknavelidze„ნაცმოძრაობის“ აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად
„ნაცმოძრაობის“ აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2021
გამოწერა
ინციდენტის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს მომხდარზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა
თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. სამი ადამიანი დაშავდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ოფისზე თავდასხმის შედეგად, განაცხადა ენმ-ის ქალაქის მერობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ.
მისი თქმით, ინციდენტში 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა და ოფისის თანამშრომლებმა ისინი ამოიცნეს.
„მათ მოაწყვეს ოფისზე თავდასხმა. იდენტიფიცირებულები არიან - ისინი არიან სუსის აგენტები, „ქართული ოცნების“ აქტივისტები“, - განუცხადა ჟურნალისტებს კირკიტაძემ.
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2021
აპირებენ სააკაშვილის ლიკვიდაციას - ნიკა გვარამიას სკანდალური განცხადება
ადგილზე იყო მობილიზებული პოლიცია. ინციდენტის მონაწილეების დაკავების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. სამი დაშავებული პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
ინციდენტის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართა და მომხდარზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. მელია და ოპოზიციის სხვა ლიდერები ხელისუფლებას კირკიტაძის შტაბზე თავდასხმაში ყველა დამნაშავის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯისკენ მოუწოდებენ.
ყველა ახალი ამბავი
0