მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მამაკაცმა კორონავირუსზე დადებითი ტესტი 78-ჯერ ჩააბარა

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია თურქეთში
ვაქცინაცია თურქეთში - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2022
გამოწერა
ინფიცირებულმა მამაკაცმა მკურნალობის კურსი გაიარა, მაგრამ მისი ტესტი მაინც დადებითი დარჩა
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. სტამბოლის მცხოვრებმა მუზაფერ კაიასანმა, რომელიც კორონავირუსით 2020 წლის ნოემბერში დაინფიცირდა, 14 თვის განმავლობაში ჩააბარა 78 ტესტი - ყველა მათგანი დადებითი იყო.
ლეიკემიით დაავადებული კაიასანი მთელი ამ ხნის განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდა. მკურნალობის შემდეგ ის საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ მის ტესტს უარყოფითი პასუხი არც ერთხელ არ უჩვენებია.
თავად 56 წლის მამაკაცმა განაცხადა, რომ სამი წლის წინ ჩაუტარდა ძვლის ტვინის გადანერგვა, რომელიც წარმატებით დასრულდა.
„როდესაც ჩვენს მეცნიერებსა და ექიმებს ვეკითხებით, ისინი პასუხობენ, რომ ჩემი იმუნური სისტემა სუსტია, რადგან ლეიკემია მაქვს და თოთხმეტი თვის განმავლობაში მაცოცხლებენ იმ მედიკამენტებით, რომლების გამოწერილი მაქვს“, - განუცხადა კაიასანმა თურქულ ტელეარხს.
მამაკაცმა, რომელიც კარანტინიდან გამოსვლას, შვილიშვილების ნახვას ვერ ახერხებს და იძულებულია მარტომ იცხოვროს, დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0