https://sputnik-georgia.com/20220204/tbilisis-axal-asenebul-saxlebsi-wkviani-mricxvelebi-damontajdeba-264157458.html
თბილისის ახალაშენებულ სახლებში „ჭკვიანი მრიცხველები" დამონტაჟდება
თბილისის ახალაშენებულ სახლებში „ჭკვიანი მრიცხველები" დამონტაჟდება
Sputnik საქართველო
მრიცხველების დამონტაჟება 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. ახალი მრიცხველების წყალობით აბონენტები ყოველდღიურად შეძლებენ აკონტროლონ ელექტროენერგიის მოხმარება.
2022-02-04T17:39+0400
2022-02-04T17:39+0400
2022-02-04T20:59+0400
საქართველოს ენერგეტიკა
თელასი
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24759/19/247591983_0:20:2500:1426_1920x0_80_0_0_c322874d0baa36d89da8b78d0b5d19ae.jpg
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ყველა ახალ აშენებულ კორპუსში და სახლში „ჭკვიანი მრიცხველები" დამონტაჟდება, რომელიც ავტომატურ რეჟიმში, ყოველდღიურად გადასცემს ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ ინფორმაციას მონაცემთა ბაზას, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.ამგვარად აბონენტებიც ინტერნეტის მეშვეობით ყოველდღიურად შეძლებენ აკონტროლონ ელექტროენერგიის მოხმარება. მრიცხველების დამონტაჟება 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო.რაც შეეხება მანამდე აშენებულ საცხოვრებელ სახლებსა და კორპუსებს, დავით ნარმანიამ განმარტა, რომ კეთდება ხუთწლიანი გეგმა, რომლის ფარგლებში აღნიშნულ კორპუსებში და სახლებში მრიცხველებს „თელასი" გამოცვლის და მომხმარებლებს ამისთვის დამატებითი საფასურის გადახდა არ მოუწევთ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24759/19/247591983_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_ce034389fcf9a499693cc3718c0c398e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნარმანია ელექტროენერგია მრიცხველები თბილისი ჭკვიანი
ნარმანია ელექტროენერგია მრიცხველები თბილისი ჭკვიანი
თბილისის ახალაშენებულ სახლებში „ჭკვიანი მრიცხველები" დამონტაჟდება
17:39 04.02.2022 (განახლებულია: 20:59 04.02.2022) დედაქალაქის სხვა სახლებსა და ბინებში კი მრიცხველებს ხუთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეცვლიან.
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ყველა ახალ აშენებულ კორპუსში და სახლში „ჭკვიანი მრიცხველები" დამონტაჟდება, რომელიც ავტომატურ რეჟიმში, ყოველდღიურად გადასცემს ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ ინფორმაციას მონაცემთა ბაზას, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
ამგვარად აბონენტებიც ინტერნეტის მეშვეობით ყოველდღიურად შეძლებენ აკონტროლონ ელექტროენერგიის მოხმარება. მრიცხველების დამონტაჟება 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო.
„ადამიანს, რომელიც კითხულობს მრიცხველს და შეჰყავს ჩვენება მონაცემთა ბაზაში, შესაძლოა, გარკვეული შეცდომა მოუვიდეს. ასეთ შეცდომებს გამორიცხავს ჭკვიანი მრიცხველი", – განაცხადა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია „პალიტრას" ეთერში.
რაც შეეხება მანამდე აშენებულ საცხოვრებელ სახლებსა და კორპუსებს, დავით ნარმანიამ განმარტა, რომ კეთდება ხუთწლიანი გეგმა, რომლის ფარგლებში აღნიშნულ კორპუსებში და სახლებში მრიცხველებს „თელასი" გამოცვლის და მომხმარებლებს ამისთვის დამატებითი საფასურის გადახდა არ მოუწევთ.