https://sputnik-georgia.com/20220204/sagareo-uwyeba-ganjis-chishkris-gadaemis-sakitxi-ar-dgas-264171004.html
საგარეო უწყება: აზერბაიჯანისთვის განჯის ჭიშკრის გადაცემის საკითხი დღის წესრიგში არ დგას
საგარეო უწყება: აზერბაიჯანისთვის განჯის ჭიშკრის გადაცემის საკითხი დღის წესრიგში არ დგას
Sputnik საქართველო
აღნიშნული საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმში არ არის ასახული. 04.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-04T23:57+0400
2022-02-04T23:57+0400
2022-02-05T00:02+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/91/234329120_0:42:1498:885_1920x0_80_0_0_b88151a35c3e8af6a95e940c834135a6.jpg
თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მიერ აზერბაიჯანისთვის განჯის ჭიშკრის გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარი ნარჩემანიშვილმა.ისტორიული არტეფაქტის - განჯის ჭიშკარი - აზერბაიჯანში დაბრუნების შესახებ განცხადება ქვეყნის კულტურის მინისტრმა ანარ ქერიმოვმა გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოსთან მთავრობათშორისი კომისიის დღის წესრიგში ჩართო.მისი თქმით, აღნიშნული საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმში არ არის ასახული. „დოკუმენტი განსაზღვრავს, მათ შორის, კულტურის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს, მაგრამ განჯისკარის საკითხი არ არის დღის წესრიგში“, – განაცხადა ნარჩემაშვილმა.განჯის ჭიშკარი — ჭიშკარი ქურთული წარმოშობის დინასტიის – შედადიანების წარმომადგენლის შაპურ I-ის ბრძანებით დაამზადა ოსტატმა იბრაჰიმ იბნ ოსმანმა. ჭიშკარი დამზადებულია თუჯისა და რკინისგან. გარედან შემკულია ორნამენტებით და მოჩითვის მეთოდით შესრულებული მოხატულობით.დემეტრე I-მა 1138-1139 წლებში განჯა აიღო და მისი ჭიშკარი გამარჯვების ნიშნად წამოიღო საქართველოში. მეფემ ის გელათის მონასტერს შესწირა, როგორც სამხედრო ნადავლი, სადაც შესაფერისი ქართული წარწერით დღემდეა დაცული.წყარო: პირველი არხი
https://sputnik-georgia.com/20220204/baqo-ganjis-wiskris-dabrunebas-itxovs-264139493.html
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/91/234329120_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_7ce3fb2d290b5429c2389d94d7191495.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საგარეო უწყება: აზერბაიჯანისთვის განჯის ჭიშკრის გადაცემის საკითხი დღის წესრიგში არ დგას
23:57 04.02.2022 (განახლებულია: 00:02 05.02.2022) აღნიშნული საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმში არ არის ასახული.
თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მიერ აზერბაიჯანისთვის განჯის ჭიშკრის გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარი ნარჩემანიშვილმა.
ისტორიული არტეფაქტის - განჯის ჭიშკარი - აზერბაიჯანში დაბრუნების შესახებ განცხადება ქვეყნის კულტურის მინისტრმა ანარ ქერიმოვმა გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოსთან მთავრობათშორისი კომისიის დღის წესრიგში ჩართო.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რასაც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი ადასტურებს, მათ შორის კულტურის მიმართულებით. რაც შეეხება განჯისკარის საკითხს, ის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას“, - განაცხადა ნარჩემაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმში არ არის ასახული.
„დოკუმენტი განსაზღვრავს, მათ შორის, კულტურის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს, მაგრამ განჯისკარის საკითხი არ არის დღის წესრიგში“, – განაცხადა ნარჩემაშვილმა.
განჯის ჭიშკარი — ჭიშკარი ქურთული წარმოშობის დინასტიის – შედადიანების წარმომადგენლის შაპურ I-ის ბრძანებით დაამზადა ოსტატმა იბრაჰიმ იბნ ოსმანმა. ჭიშკარი დამზადებულია თუჯისა და რკინისგან. გარედან შემკულია ორნამენტებით და მოჩითვის მეთოდით შესრულებული მოხატულობით.
დემეტრე I-მა 1138-1139 წლებში განჯა აიღო და მისი ჭიშკარი გამარჯვების ნიშნად წამოიღო საქართველოში. მეფემ ის გელათის მონასტერს შესწირა, როგორც სამხედრო ნადავლი, სადაც შესაფერისი ქართული წარწერით დღემდეა დაცული.