მძიმე მოლაპარაკებები: ბაქო საქართველოსგან განჯის ჭიშკრის დაბრუნებას მოითხოვს

CC0 / Public Domain / განჯის ჭიშკარი გელათში
განჯის ჭიშკარი გელათში - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2022
გამოწერა
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. აზერბაიჯანი აპირებს უკან დაიბრუნოს თავისი ისტორიული არტეფაქტი — განჯის ჭიშკარი, რომელიც ამ დროისათვის საქართველოში ინახება, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“ ქვეყნის კულტურის მინისტრ ანარ ქერიმოვზე დაყრდნობით.

„ჩვენ აზერბაიჯანისთვის განჯის ჭიშკრის დაბრუნება მოლაპარაკებების გზით გვსურს. მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია დავაბრუნოთ ჭიშკარი აზერბაიჯანში“, — უთხრა მინისტრმა ჟურნალისტებს.

როგორც ქერიმოვმა აღნიშნა, ეს საკითხი აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოსთან მთავრობათშორისი კომისიის დღის წესრიგში ჩართო.
მინისტრის თქმით, თავად საქართველოში ბაქოსთვის ისტორიული ექსპონატის დაბრუნებაზე ერთიანი აზრი არ არსებობს.
ამასთან ხაზი გაუსვა, რომ განჯის ჭიშკრის საკითხი მან მანამდე უკვე წამოჭრა საქართველოში 2021 წელს ვიზიტისას.
განჯის ჭიშკარი — ჭიშკარი ქურთული წარმოშობის დინასტიის – შედადიანების წარმომადგენლის შაპურ I-ის ბრძანებით დაამზადა ოსტატმა იბრაჰიმ იბნ ოსმანმა. ჭიშკარი დამზადებულია თუჯისა და რკინისგან. გარედან შემკულია ორნამენტებით და მოჩითვის მეთოდით შესრულებული მოხატულობით.
დემეტრე I-მა 1138-1139 წლებში განჯა აიღო და მისი ჭიშკარი გამარჯვების ნიშნად წამოიღო საქართველოში. მეფემ ის გელათის მონასტერს შესწირა, როგორც სამხედრო ნადავლი, სადაც შესაფერისი ქართული წარწერით დღემდეა დაცული.
წყარო: „Sputnik–აზერბაიჯანი“
ყველა ახალი ამბავი
0