https://sputnik-georgia.com/20220204/parizsigaimarjva-qartulma-filmma-awarul-naqargobaze-264157898.html
პარიზში ფესტივალზე გაიმარჯვა ქართულმა ფილმმა აჭარულ ნაქარგობაზე
პარიზში ფესტივალზე გაიმარჯვა ქართულმა ფილმმა აჭარულ ნაქარგობაზე
Sputnik საქართველო
შარიქაძე მოგვითხრობს აჭარულ ნაქარგობაზე, რომელისაც 2020 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
2022-02-04T18:01+0400
2022-02-04T18:01+0400
2022-02-04T21:02+0400
ქართული კინო
კულტურა საქართველოში
აჭარა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0c/252004455_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_7fae3f03be8353b8ffa7af51b98a30d2.jpg
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. რეჟისორისა და ფოტოგრაფის ირმა შარიქაძის დოკუმენტურმა ფილმმა „აჭარული მზითვის ფერი" (The Adjarian Bride's Treasure) ფესტივალზე Paris Cinema Awards გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო დოკუმენტური ფილმი".Paris Cinema Awards ყოველთვიურად არჩევს საუკეთესო ფილმებს, ხოლო შემდეგ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს საერთაშორისო ფესტივალის შემადგენლობა განიხილავს.შარიქაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც წინ უძღოდა ზემო აჭარაში ექსპედიცია, მოგვითხრობს აჭარულ ნაქარგობაზე, რომელსაც ავტორი 2019 წლიდან იკვლევს. აჭარული ნაქარგობა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სრულიად უცნობი თემაა.შარიქაძე მოგვითხრობს მაღალმთიანი აჭარაში მცხოვრები ქალების ხელსაქმის შესახებ, რომელიც არა მარტო აჭარის, არამედ ქვეყნის კულტურული ტრადიცია და საგანძურია. აჭარულმა ნაქარგობამ 2020 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო.„ფილმი „აჭარული მზითვის ფერი" წარმოადგენს ერთგვარ მანიფესტს, მაღალმთიანი აჭარის მცხოვრები ქალების ხმას, ვინაიდან ნაქარგობის შექმნის ეს ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა სწორედ ქალის ხაზით. აჭარელი ქალის სამზითვო ნაქარგობა წარმოადგენს ხელოვნების ისეთ ფორმას, რომლითაც თავისუფლად შეიძლება საქართველოს წარმოჩენა სრულიად ახალი რაკურსით მსოფლიო კულტურის წინაშე", – ნათქვამია „თიბისი ბანკის" განცხადებაში, რომლის დახმარებითაც შეიქმნა ფილმი.ფილმის პრემიერა სპეციალურად მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობისთვის აპრილის ბოლოს ხულოს თეატრში გაიმართება.
აჭარა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0c/252004455_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_2dcf7d3e55a92000b374ec7c78f04b45.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კინო შარიქაძე ფესტივალი აჭარული ნაქარგობა
კინო შარიქაძე ფესტივალი აჭარული ნაქარგობა
პარიზში ფესტივალზე გაიმარჯვა ქართულმა ფილმმა აჭარულ ნაქარგობაზე
18:01 04.02.2022 (განახლებულია: 21:02 04.02.2022) აჭარული ნაქარგობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია სხვა ქართულ ტრადიციულ დარგებს შორის, თუმცა ახლა მას გაქრობის საფრთხე ემუქრება.
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. რეჟისორისა და ფოტოგრაფის ირმა შარიქაძის დოკუმენტურმა ფილმმა „აჭარული მზითვის ფერი" (The Adjarian Bride's Treasure) ფესტივალზე Paris Cinema Awards გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო დოკუმენტური ფილმი".
Paris Cinema Awards ყოველთვიურად არჩევს საუკეთესო ფილმებს, ხოლო შემდეგ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს საერთაშორისო ფესტივალის შემადგენლობა განიხილავს.
შარიქაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც წინ უძღოდა ზემო აჭარაში ექსპედიცია, მოგვითხრობს აჭარულ ნაქარგობაზე, რომელსაც ავტორი 2019 წლიდან იკვლევს. აჭარული ნაქარგობა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სრულიად უცნობი თემაა.
შარიქაძე მოგვითხრობს მაღალმთიანი აჭარაში მცხოვრები ქალების ხელსაქმის შესახებ, რომელიც არა მარტო აჭარის, არამედ ქვეყნის კულტურული ტრადიცია და საგანძურია. აჭარულმა ნაქარგობამ 2020 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო.
„ფილმი „აჭარული მზითვის ფერი" წარმოადგენს ერთგვარ მანიფესტს, მაღალმთიანი აჭარის მცხოვრები ქალების ხმას, ვინაიდან ნაქარგობის შექმნის ეს ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა სწორედ ქალის ხაზით. აჭარელი ქალის სამზითვო ნაქარგობა წარმოადგენს ხელოვნების ისეთ ფორმას, რომლითაც თავისუფლად შეიძლება საქართველოს წარმოჩენა სრულიად ახალი რაკურსით მსოფლიო კულტურის წინაშე", – ნათქვამია „თიბისი ბანკის" განცხადებაში, რომლის დახმარებითაც შეიქმნა ფილმი.
ფილმის პრემიერა სპეციალურად მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობისთვის აპრილის ბოლოს ხულოს თეატრში გაიმართება.