https://sputnik-georgia.com/20220203/rac-vwamt-tbilissi-gaurkveveli-warmomavlobis-xorci-armoacines-264132590.html
რას ვჭამთ: თბილისში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს
რას ვჭამთ: თბილისში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს
Sputnik საქართველო
საწარმოდან ამოღებული ხორცის ნიმუშები ლაბორატორიაში გადაიგზავნა, ხოლო ამოღებული პროდუქცია განადგურდება.
2022-02-03T21:04+0400
2022-02-03T21:04+0400
2022-02-03T23:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24156/57/241565714_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_bbaf5f6d22ed45655f2fa124a1aa45a4.jpg
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში დალუქა ხორცის საწარმო, სადაც გაურკვეველი წარმომავლობის 500 კგ ხორცპროდუქტები აღმოაჩინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს 24-საათიან რეჟიმში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ დარეკონ უწყების „ცხელ ხაზზე“ – 1501.საწარმოდან ამოღებული ხორცის ნიმუშები ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ბიოლოგიური მასალის წარმომავლობას სპეციალისტები დაადგენენ, ხორცი კი განადგურდება.ევროპული სტანდარტის ქართული ხორცი – როგორ აკონტროლებენ საქართველოში ხორცის ხარისხს >>სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან საქართველოს მაღაზიებსა და ბაზრებში ხორცი QR–კოდით გაიყიდება, რომლის დახმარებითაც მომხმარებელი შეძლებს გაიგოს პროდუქციის შენახვის, ვარგისიანობის, პირუტყვის ასაკისა და დაკვლის თარიღის შესახებ ინფორმაცია. მომხმარებელი საქონლის შესახებ ინფორმაციის მიღებას მობილური აპლიკაციის დახმარებით შეძლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24156/57/241565714_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_1ef52e74c35b598d48e48e1521b22f5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი გაურკვეველი წარმომავლობა ხორცი
თბილისი გაურკვეველი წარმომავლობა ხორცი
რას ვჭამთ: თბილისში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს
21:04 03.02.2022 (განახლებულია: 23:09 03.02.2022) საწარმოდან ამოღებული ხორცის ნიმუშები ლაბორატორიაში გადაიგზავნა, ხოლო ამოღებული პროდუქცია განადგურდება.
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში დალუქა ხორცის საწარმო, სადაც გაურკვეველი წარმომავლობის 500 კგ ხორცპროდუქტები აღმოაჩინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს 24-საათიან რეჟიმში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ დარეკონ უწყების „ცხელ ხაზზე“ – 1501.
„შემოსული შეტყობინების საფუძველზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა შეამოწმა არალეგალური საწარმო, რომელშიც მიმდინარეობდა ხორცპროდუქტების დამუშავება. ჩატარდა ინსპექტირება და გამოვლინდა ბევრი კრიტიკული შეუსაბამობა“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.
საწარმოდან ამოღებული ხორცის ნიმუშები ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ბიოლოგიური მასალის წარმომავლობას სპეციალისტები დაადგენენ, ხორცი კი განადგურდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან საქართველოს მაღაზიებსა და ბაზრებში ხორცი QR–კოდით გაიყიდება, რომლის დახმარებითაც მომხმარებელი შეძლებს გაიგოს პროდუქციის შენახვის, ვარგისიანობის, პირუტყვის ასაკისა და დაკვლის თარიღის შესახებ ინფორმაცია. მომხმარებელი საქონლის შესახებ ინფორმაციის მიღებას მობილური აპლიკაციის დახმარებით შეძლებს.