ევროპული სტანდარტის ქართული ხორცი – როგორ აკონტროლებენ საქართველოში ხორცის ხარისხს

© photo: Sputnik / Said Tsarnaev / გადასვლა მედიაბანკშიძროხები
ძროხები - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
გამოწერა
საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც მსხვილი რქოსანი პირუტყვის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა დანერგა.
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ხორცის ხარისხის გასაკონტროლებლად მილიონზე მეტი სული მსხვილფეხა პირუტყვის ელექტრონული მონიტორინგი მიმდინარეობს, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.
ელექტრონული საიდენტიფიკაციო-სარეგისტრაციო სისტემის (NAITS) დანერგვა, რომლის წყალობითაც შესაძლებელია საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ყველა მონაცემის გაკონტროლება, 2019 წლიდან დაიწყო.
სურსათის სააგენტოს მონაცემებით, NAITS-ის სისტემაში რეგისტრირებულია 250 ათასზე მეტი ცხოველთა სადგომი; თავმოყრილია მონაცემები მილიონზე მეტ მსხვილფეხა საქონელზე.
ელექტრონულ სისტემაში ცხოველების შესახებ იძებნება ისეთი ტიპის ინფორმაცია, როგორიცაა, მაგალითად, მათი წარმოშობა, გადაადგილება, ვაქცინაცია, დაკვლის თარიღი და საქონლის მეპატრონის საკონტაქტო მონაცემები.
გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტო გეგმავს სპეციალური QR-კოდების დანერგვას, რომელთა წყალობითაც მყიდველები შეძლებენ ხორცისა თუ ცხოველური წარმოშობის პროდუქტის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის მოძიებას: ასაკი, დაკვლის თარიღი, შენახვის პირობები, ვარგისიანობის ვადა.
ელექტრონული სისტემიდან მონაცემების ნახვა შესაძლებელი იქნება ტელეფონით, კოდის სკანირების გზით.
ხორცპროდუქტების ხარისხის კონტროლის დანერგვა სურსათის სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ყოველთვიურად სააგენტოს ინსპექტორები გაფუჭებული და უვარგისი ხორცის გაყიდვის ათობით შემთხვევას ავლენენ.
საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დახმარებით NAITS-ის განახლებული სისტემა დანერგა.
ხორცის ხარისხის კონტროლის სისტემის შექმნა არის ქართული ხორცპროდუქტების ევროკავშირში ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი პირობა, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მოქმედებს.
ყველა ახალი ამბავი
0