https://sputnik-georgia.com/20220203/goris-kulturis-centrsi-maining-ferma-armoacines-264130041.html
გორის კულტურის ცენტრში მაინინგ–ფერმა აღმოაჩინეს
გორის კულტურის ცენტრში მაინინგ–ფერმა აღმოაჩინეს
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, მოწყობილობა მაინინგისთვის შენობაში ჯერ კიდევ 2020 წელს ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ქვათაძემ განათავსა. არსებობს ეჭვი, რომ მაინინგ–ფერმის ორგანიზებას ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა.
2022-02-03T19:19+0400
2022-02-03T19:19+0400
2022-02-03T21:47+0400
შემთხვევები საქართველოში
ქართლი
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/02/250524479_0:83:3077:1814_1920x0_80_0_0_57247d285376c431dc0325eb058ae4c1.jpg
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში, სავარაუდოდ, მაინინგ–ფერმა აღმოაჩინა, იუწყება „რუსთავი 2“.ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.ტელეარხის ვერსიით, მოწყობილობა მაინინგისთვის შენობაში ჯერ კიდევ 2020 წელს ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი ქვათაძემ განათავსა. როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცენტრით სუსი დაინტერესდა, ქვათაძემ თანამდებობა დატოვა.არაოფიციალური ინფორმაციით, ელექტროენერგიის საფასური კულტურის ცენტრში ყოველთვიურად დაახლოებით 6 ათას ლარს შეადგენდა.ვითარების კომენტარისას ცენტრის დირექტორმა დავით ცერცვაძემ განაცხადა, რომ მან არაფერი იცის მაინინგ–ფერმის თაობაზე, რადგან ის ამ თანამდებობაზე სულ ორი დღის წინ დაინიშნა.გორის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით რაზმაძეს კი ეჭვი ეპარება იმაში, რომ მაინინგ–ფერმის ორგანიზებას ერთი ადამიანი შეძლებდა.როგორც რაზმაძემ ტელერხ „მთავართან“ განაცხადა, საქმეს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ. რთული სათქმელია, ვინ იცოდა ამის შესახებ, მაგრამ, მისი თქმით, ძალიან საეჭვოა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთმა ადამიანმა მოახერხა.სუსს გორში დაწყებული გამოძიების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.წყარო „რუსთავი2"
https://sputnik-georgia.com/20211230/svanebma-uzveles-tradicias-mimartes-mestiasi-mainerebis-problema-gadaiwreba-video-263290612.html
ქართლი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/02/250524479_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_779ca133a124437f9832cfc2447b5bda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მაინინგი ფერმა გორი კულტურა ცენტრი სუსი გამძიება
მაინინგი ფერმა გორი კულტურა ცენტრი სუსი გამძიება
გორის კულტურის ცენტრში მაინინგ–ფერმა აღმოაჩინეს
19:19 03.02.2022 (განახლებულია: 21:47 03.02.2022) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტოკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება უკვე დაიწყო.
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში, სავარაუდოდ, მაინინგ–ფერმა აღმოაჩინა, იუწყება „რუსთავი 2“.
ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
ტელეარხის ვერსიით, მოწყობილობა მაინინგისთვის შენობაში ჯერ კიდევ 2020 წელს ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი ქვათაძემ განათავსა. როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცენტრით სუსი დაინტერესდა, ქვათაძემ თანამდებობა დატოვა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ელექტროენერგიის საფასური კულტურის ცენტრში ყოველთვიურად დაახლოებით 6 ათას ლარს შეადგენდა.
ვითარების კომენტარისას ცენტრის დირექტორმა დავით ცერცვაძემ განაცხადა, რომ მან არაფერი იცის მაინინგ–ფერმის თაობაზე, რადგან ის ამ თანამდებობაზე სულ ორი დღის წინ დაინიშნა.
გორის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით რაზმაძეს კი ეჭვი ეპარება იმაში, რომ მაინინგ–ფერმის ორგანიზებას ერთი ადამიანი შეძლებდა.
როგორც რაზმაძემ ტელერხ „მთავართან“ განაცხადა, საქმეს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ. რთული სათქმელია, ვინ იცოდა ამის შესახებ, მაგრამ, მისი თქმით, ძალიან საეჭვოა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთმა ადამიანმა მოახერხა.
სუსს გორში დაწყებული გამოძიების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.