https://sputnik-georgia.com/20211230/svanebma-uzveles-tradicias-mimartes-mestiasi-mainerebis-problema-gadaiwreba-video-263290612.html
სვანებმა უძველეს ტრადიციას მიმართეს – მესტიაში მაინერების პრობლემა გადაიჭრება: ვიდეო
სვანებმა უძველეს ტრადიციას მიმართეს – მესტიაში მაინერების პრობლემა გადაიჭრება: ვიდეო
Sputnik საქართველო
დღეის შემდეგ მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგოკრიზისი უნდა მოიხსნას – ადგილობრივების ფიცმა უნდა გაჭრას 30.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-30T19:26+0400
2021-12-30T19:26+0400
2021-12-30T23:16+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23478/41/234784151_0:82:1600:982_1920x0_80_0_0_ba8c8b9065b3e0c2f284c132783a04a0.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში მაინინგ-ფერმების გამორთვასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობა მესტიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბა.სვანეთში, განსაკუთრებით, მესტიის რაიონში ელექტოენერგიის გადასახადის დაწესების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც მუნიციპალიტეტში მაინინგის გამო ელექტროენერგიის მოხმარება იმდენად გაიზარდა, რომ ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარია გამოიწვია და მოსახლეობა ფაქტობრივად უშუქოდ დარჩა.მესტიაში ადგილობრივებმა უძველესი სვანური ტრადიციის მიხედვით, ხატზე დაიფიცეს, რომ მაინერებს გამორთავენ. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში წლებია ეს პრობლემა არსებობს და ეს არა მარტო მათ ოჯახებს, არამედ სვანეთში ტურიზმის განვითარებასაც აზარალებს. მათი თქმით, რაიონი ტურისტებისგან დაიცალა, ჯავშნები კი გაუქმებულია.ადგილობრივებმა ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ ასევე განაცხადეს, რომ თუ ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები მაინერების გამორთვის შემდეგაც იქნება, ისინი მასშტაბურ პროტესტს მიმართავენ და კომპანია Energo-Pro Georgia-ს აღარ ექნება სათქმელი, რომ ელექტროენერგიის მიწოდება მაინერების გამო ვერ ხერხდება.მესტიაში მაინინგური ფერმების მომრავლება უკავშირდება ელექტროენერგიის დაბალ ტარიფებს, რომლებიც მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებთათვის მოქმედებს. ამჟამად სპეციალური შეღავათების წყალობით მოსახლეობა ელექტროენერგიას უფასოდ იღებს, შუქის საფასურს მხოლოდ რეგისტრირებული მეწარმეები იხდიან.კომპანია Energo-Pro Georgia-ს ინფორმაციით, რომელიც საქართველოს რეგიონებს ელექტროენერგიას აწვდის, მესტიის მოსახლეობის 24-საათიანი მომარაგებისთვის აუცილებელია 7 მეგავატი ელექტროენერგია. ეს მაშინ, როცა ამჟამად მუნიციპალიტეტი 27 მეგავატ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც ძირითადად გამოწვეულია მაინერების დიდი რაოდენობით. გასული წლების მაჩვენებლებთან შედარებით, წელს მოხმარება 237%-ით გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23478/41/234784151_91:0:1510:1064_1920x0_80_0_0_cc8db848da71ba4ac4f32dae58cee003.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს რეგიონები
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს რეგიონები
სვანებმა უძველეს ტრადიციას მიმართეს – მესტიაში მაინერების პრობლემა გადაიჭრება: ვიდეო
19:26 30.12.2021 (განახლებულია: 23:16 30.12.2021) დღეის შემდეგ მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგოკრიზისი უნდა მოიხსნას – ადგილობრივების ფიცმა უნდა გაჭრას
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში მაინინგ-ფერმების გამორთვასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობა მესტიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბა.
სვანეთში, განსაკუთრებით, მესტიის რაიონში ელექტოენერგიის გადასახადის დაწესების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც მუნიციპალიტეტში მაინინგის გამო ელექტროენერგიის მოხმარება იმდენად გაიზარდა, რომ ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარია გამოიწვია და მოსახლეობა ფაქტობრივად უშუქოდ დარჩა.
მესტიაში ადგილობრივებმა უძველესი სვანური ტრადიციის მიხედვით, ხატზე დაიფიცეს, რომ მაინერებს გამორთავენ.
„დღემდე ყველას ეპატიოს, ხოლო დღეიდან ვინც მაინერი არ გამორთოს, წმინდა გიორგი გაუწყრეს!“ – ამ სიტყვებით დაიფიცეს ტაძარში შეკრებილმა სვანმა მამაკაცებმა.
ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში წლებია ეს პრობლემა არსებობს და ეს არა მარტო მათ ოჯახებს, არამედ სვანეთში ტურიზმის განვითარებასაც აზარალებს. მათი თქმით, რაიონი ტურისტებისგან დაიცალა, ჯავშნები კი გაუქმებულია.
ადგილობრივებმა ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ ასევე განაცხადეს, რომ თუ ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები მაინერების გამორთვის შემდეგაც იქნება, ისინი მასშტაბურ პროტესტს მიმართავენ და კომპანია Energo-Pro Georgia-ს აღარ ექნება სათქმელი, რომ ელექტროენერგიის მიწოდება მაინერების გამო ვერ ხერხდება.
მესტიაში მაინინგური ფერმების მომრავლება უკავშირდება ელექტროენერგიის დაბალ ტარიფებს, რომლებიც მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებთათვის მოქმედებს. ამჟამად სპეციალური შეღავათების წყალობით მოსახლეობა ელექტროენერგიას უფასოდ იღებს, შუქის საფასურს მხოლოდ რეგისტრირებული მეწარმეები იხდიან.
კომპანია Energo-Pro Georgia-ს ინფორმაციით, რომელიც საქართველოს რეგიონებს ელექტროენერგიას აწვდის, მესტიის მოსახლეობის 24-საათიანი მომარაგებისთვის აუცილებელია 7 მეგავატი ელექტროენერგია. ეს მაშინ, როცა ამჟამად მუნიციპალიტეტი 27 მეგავატ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც ძირითადად გამოწვეულია მაინერების დიდი რაოდენობით. გასული წლების მაჩვენებლებთან შედარებით, წელს მოხმარება 237%-ით გაიზარდა.
კრიპტოვალუტა არის ვირტუალური ფული, მაინერი – კომპიუტერი, რომელიც მას გამოიმუშავებს. ვირტუალური ფულის წარმოებას მაინინგს უწოდებენ, მაინინგპულს კი - შუამავალს, რომელიც ამ სიმძლავრეებს ერთ სივრცეში აერთიანებს.
კრიპტოვალუტის მაინინგი ბოლო წლებში საქართველოში პოპულარული საქმიანობაა. კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის (CCAF ) 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, საქართველო კრიპტოვალუტის მაინინგზე დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა. ვირტუალური ვალუტის გამომუშავებას კი ქვეყანაში 60 მეგავატი ელექტროენერგია ხმარდებოდა.