მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკომისიამ ატომური და გაზის ელექტროსადგურები „მწვანედ“ ცნო: ავსტრია ჩივილს აპირებს

© photo: Sputnik / R. Mangasaryan / გადასვლა მედიაბანკშიატომური ელექტროსადგური
ატომური ელექტროსადგური - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2022
გამოწერა
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ატომური ენერგეტიკა და ბუნებრივი გაზი ევროკავშირში დროებით ჩაითვლება ენერგიის „მწვანე“ წყაროებად, ასეთი სტატუსი ევროკავშირის ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე სრულ გადასვლამდე შენარჩუნდება, იუწყება ევროკომისია, რომელმაც ეს გადაწყვეტილება ოთხშაბათს, 2 თებერვალს მიიღო.
ამ დადგენილებით ევროკომისიამ ატომური და გაზის ელექტროსადგურები „ევროკავშირის მწვანე ტაქსონომიაში“ შეიყვანა, ანუ ოფიციალურად ცნო ისინი ეკოლოგიურად სუფთა სახეობებად.
ევროპელი ჩინოვნიკების აზრით, გაზმა და ატომურმა ენერგეტიკამ არსებითი წვლილი უნდა შეიტანოს 2050 წლისთვის ევროკავშირის კლიმატური ნეიტრალობის მიღწევის საქმეში, თუმცა ენერგიის ამ წყაროებზე „მკაფიო შეზღუდვებისა და ეტაპობრივი უარის პერიოდების გათვალისწინებით“.
კომისია ხაზს უსვამს, რომ მთავარი მიზანი — დაბალნახშირბადოვან ტექნოლოგიებზე გადასვლის დაჩქარებაა.

„ვიცით, რომ უარი უნდა ვთქვათ ენერგიის განსაკუთრებით მავნე წყაროებზე, როგორიცაა ნახშირი. ევროპაში დღეს კვლავ მასზე იწარმოება ელექტროენერგიის 15%“, — განაცხადა ევროკავშირის საფინანსო საქმეთა კომისარმა მეირიდ მაკგინესმა.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ „ევროკავშირის მწვანე ტაქსონომია“ წევრი ქვეყნებისთვის შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტი არ არის.

„მწვანე“ კრიტერიუმები

ევროკომისიის გეგმის მიხედვით, „ევროკავშირის მწვანე ნიშნის“ მისაღებად ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები გაზის ახალმა ელექტროსადგურებმა უნდა ჩაანაცვლოს, რომლებიც 2030 წლის 31 დეკემბრამდე უნდა აიგოს.
ამასთან გაზის ახალი ობიექტები ისე უნდა იყოს დაპროექტებული, რომ 2035 წლის 31 დეკემბრისთვის 100%-ით განახლებად ან დაბალნახშირბადოვან საწვავზე მუშაობდეს.
რაც შეეხება ატომური ენერგეტიკისთვის „წვანე კრიტერიუმებს“, ახალმა ატომურმა ელექტროსადგურებმა მშენებლობის ნებართვა 2045 წლამდე უნდა მიიღონ და ამასთან წარმოადგინონ დეტალური გეგმა, რომელიც 2050 წლისთვის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხების შექმნას ითვალისწინებს.

მოწინააღმდეგეები და მომხრეები

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის მიერ გაზისა და ატომური ელექტროსადგურების „მწვანედ“ ცნობას ევროკავშირის ზოგი ქვეყნის მხრიდან სასტიკი წინააღმდეგობა მოჰყვა.
მაგალითად, ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებისა არ ესმის, ვინაიდან „ბირთვული ენერგეტიკა არც ეკოლოგიურია და არც მდგრადი“. მისი თქმით, ავსტრია მზადაა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება ევროპის სასამართლოში გაასაჩივროს. იგივე მოსაზრება გამოთქვეს ლუქსემბურგმა და ესპანეთმა.
რაც შეეხება მხარდამჭერ ქვეყნებს, მათ შორის არიან: გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ფინეთი და ევროკავშირის ბევრი სხვა ქვეყანა, რომლებიც ენერგიის ამ წყაროებზე არიან დამოკიდებული.
ევროპარლამენტსა და სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს ოთხი თვე აქვთ საკითხის განსახილველად და მის გასასაჩივრებლად.
წყარო: European Commission
ყველა ახალი ამბავი
0