მერამდენე შვილი ხართ? თქვენს კარმას დაბადების რიგითობა განსაზღვრავს

© Pixabay / Pexelsფეხშიშველი ბავშვები
ფეხშიშველი ბავშვები  - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2022
გამოწერა
ამბობენ, რომ ოჯახი, რომელშიც დაიბადეთ, თქვენმა სულმა აირჩია, ვინაიდან სწორედ ამ ოჯახისგან ელოდებოდა იმ ყველაფრის მიღებას, რაც ხელს შეუწყობდა მის შემდგომ განვითარებას.

იგივე შეიძლება ითქვას დაბადების რიგითობაზეც. იმას, თუ მერამდენე შვილი ხართ ოჯახში – ერთადერთი, პირველი, მეორე და ა.შ., დიდი მნიშვნელობა ჰქონია სულიერების კუთხით – უმეტეს შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა.

ნახეთ, რა სულიერი დანიშნულების მატარებლები არიან ადამიანები მათი დაბადების რიგითობის მიხედვით.

სიყრმის შვილი — პირველდაბადებული

ირკვევა, რომ პირველები იბადებიან წარმოუდგენლად ძლიერი სულის ბავშვები, რომელთა ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი მშობლების კარმის დიდი ნაწილის შთანთქმა და მისი რაღაც ახლად გარდაქმნაა.

როგორც ცნობილია, ყველა ოჯახს თავისი კარმა და ხასიათი აქვს, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა მანამ, სანამ ვიღაც არ გადაწყვეტს, რომ, ბოლოს და ბოლოს, ეს კარმული ენერგია შეცვალოს. სწორედ ოჯახის პირველი ბავშვი ყოფილა ის ადამიანი, რომელიც ამგვარ ტრანსფორმაციაზე პასუხისმგებლობას იღებს.

პირველდაბადებულები ფლობენ ყველა აუცილებელ უნარს იმისთვის, რომ ოჯახის ენერგეტიკა მისივე გაჯანსაღებისთვის გამოიყენონ. თუ ბავშვს ეს გამოუვა, მაშინ სამყაროში ვეღარაფერი დაუდგება წინ, ანუ ყველაფერს დაძლევს.

როგორც წესი, ყველა პირველდაბადებული კარგი მეურვე და აღმზრდელია. სწორედ ისინი იტვირთავენ ხოლმე ოჯახის საზრუნავის დიდ ნაწილს საკუთარ მხრებზე და მთელ სანათესაოზეც ზრუნავენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკმაოდ ამტანები არიან, ისეც ხდება ხოლმე, რომ რაღაცას ვერ ერევიან. ასეთ შემთხვევაში მათ უჩნდებათ არასრულფასოვნების შეგრძნება, უქვეითდებათ თვითშეფასება.

მაგრამ თუ პირველდაბადებული კარგად უმკლავდება ყველა საზრუნავს და პრობლემას პოზიტივად გარდაქმნის, მაშინ მისი განვითარება მკვეთრად უმატებს ტემპს და წარმატებასაც გარანტირებულად აღწევს.
არ გამოტოვოთ: კარმის 12 კანონი: წაიკითხე და განსაზღვრე საკუთარი ბედი

მეორე შვილი

მეორე შვილს ძალიან ბევრი ისეთი ნიჭი დაჰყვება, რომლებიც სამყაროს უნდა გაუზიაროს. მაგრამ ამისთვის მას პირველდაბადებულის ფარი და ნაბოლარას სულიერი თანადგომა სჭირდება. და სანამ პირველდაბადებული მეორეს თავისი ფარით იცავს, ამ უკანასკნელს შეუძლია მშვიდად იმუშაოს საკუთარი დანიშნულების აღსრულებაზე.

ბევრ შემთხვევაში პირველი და მეორე ენერგეტიკულ დონეზე შეთანხმებულად მუშაობენ, რაც შესაძლოა ფიზიკურ განზომილებაში შესამჩნევი არც იყოს.

„მეორეებს“ აქვთ თანდაყოლილი ნიჭი შუამავლისა და მედიატორისა, ვინაიდან სულიერ დონეზე ისინი პირველდაბადებულსაც უწევენ დახმარებასა და მის შემდეგ გაჩენილსაც.

გარდა ამისა, ისინი კარგად ავლენენ თავს ისეთ საქმიანობაში, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობას ან ჯანდაცვის სფეროს უკავშირდება. ამასთან, არიან ძალიან დიპლომატიურები და აქვთ ფართო თვალსაწიერი.

„მეორეს“ შესაძლოა დაავიწყდეს, ვინ არის რეალურად და ამიტომ ძალიან მალე დაკარგოს კიდეც საკუთარი გზა, მაგრამ თუ ამ გზისა და საკუთარი „მეს“ ძებნა გადაწყვიტა, თითქოს დასაწყისს უბრუნდება და გასაოცარ რაღაცეებს ქმნის.

ნაბოლარა შვილი

სულიერების თვალსაზრისით ნაბოლარები დედამიწაზე იმისთვის მოდიან, რომ ოჯახში სინათლე და სიხარული შემოიტანონ. ისინი აერთიანებენ ნათესავებს, ეხერხებათ საერთო ენის გამონახვა ადამიანებთან და მყარ მეგობრულ კავშირებს ამყარებენ.
არ გამოტოვოთ: ხალები სახეზე: ბედისწერა, კარმული მნიშვნელობა და გავლენა ხასიათზე

ნაბოლარები, როგორც წესი, ცხოვრებას მარტივად უდგებიან და ცდილობენ ყველაფერი თავისებურად გააკეთონ, ანუ საკუთარი წესებით ითამაშონ.

ისინი მიდიან საკუთარი გზით და ამასთან ოჯახს პოზიტიური ენერგიით ავსებენ.

აღსანიშნავია, რომ თუ ნაბოლარებს „თავისებურ“ ცხოვრებას დააცდიან, ისინი მართლაც შექმნიან რაღაც ჭეშმარიტად ინოვაციურსა და განსაკუთრებულს.

დედისერთა შვილი

დედისერთა ბევრით ჰგავს პირველდაბადებულს, თუმცა მისი სულიერება ბევრად ძლიერადაა გამოხატული.

დედისერთა საკუთარ თავზე იღებს ოჯახური კარმის უდიდეს ნაწილს, და ეს მაშინ, როცა მას არავინ ჰყავს გვერდში, ვინც მძიმე წუთებში მხარს დაუჭერს.
ამიტომაც არიან დედისერთები ხშირად უკიდურესად დამოუკიდებლები და ცხოვრებისადმი მედეგები. მათ ბევრად ძლიერად აქვთ განვითარებული ლიდერული თვისებები, ვიდრე უფროს შვილებს.

დედისერთების უმეტესობას ოჯახში დიდი ენერგია შეაქვს. ისინი იმისთვის მოდიან დედამიწაზე, რომ მშობლებს ყველა წამოწყებულ საქმეში გაუწიონ დახმარება.
ემოციებთან გამკლავება დედისერთებივით არავის შეუძლია.

ერთ-ერთი უმთავრესი განსხვავება დედისერთასა და პირველდაბადებულს შორის ისაა, რომ დედისერთა მყის სრულად ერწყმის ოჯახურ დინამიკას, უფროსი შვილი კი იმისთვის იბადება, რომ რაღაც შეცვალოს და გარდაქმნას.

და, მაინც, მიუხედავად ამისა, დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ უფროსი შვილისა და დედისერთის მიწიერი როლი ხშირად ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
ყველა ახალი ამბავი
0