https://sputnik-georgia.com/20211118/karmis-12-kanoni-262186139.html
კარმის 12 კანონი: წაიკითხე და განსაზღვრე საკუთარი ბედი
კარმის 12 კანონი: წაიკითხე და განსაზღვრე საკუთარი ბედი
Sputnik საქართველო
ამბობენ, რომ კარმა — ადამიანის მიერ ჩადენილი ქმედებები და მათი შედეგებია, რომლებიც მის ბედს განსაზღვრავს. 18.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-18T15:06+0400
2021-11-18T15:06+0400
2021-11-18T19:43+0400
წასაკითხი ამბები
სასარგებლო რჩევები
ხალხური რწმენა-მინიშნებები
ეს საინტერესოა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24119/05/241190586_0:3:1920:1083_1920x0_80_0_0_619606bf507d6367553f3371878a66dc.jpg
ამბობენ, რომ კარმა — ადამიანის მიერ ჩადენილი ქმედებები და მათი შედეგებია, რომლებიც მის ბედს განსაზღვრავს.კარმული კანონების საფუძვლები გვასწავლის, რომ შეუძლებელია გაექცე საკუთარი ნაბიჯების შედეგს. ამიტომ საჭიროა სწორად ცხოვრება, რათა „მოსავალიც“ სწორი მოიმკათ.იმისათვის, რომ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ, ყურადღებით წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ კარმის 12 კანონი, რომლებიც, ამ სფეროში გარკვეულთა თქმით, აყალიბებს კიდეც ადამიანის ბედს.დიდი კანონი — ცხოვრებისგან მიიღებ მხოლოდ იმას, რასაც მასში ჩადებ. თუ გსურს იყო ბედნიერი და საყვარელი, თავად უნდა გიყვარდეს, პატივისცემითა და სიკეთით უნდა ეპყრობოდე სხვებს.აღშენების კანონი — ცხოვრებაში არაფერი მოხდება თავისთავად. ამისთვის თავად უნდა გააკეთო რამე და იყო ის, ვინც ხარ.ზრდის კანონი — იმისათვის, რომ წინ წახვიდე, შეცვალე შენი თავი და არა სხვები. როგორც კი ადამიანი საკუთარ აზრებს შეიცვლის, მაშინვე შეიცვლება გარე ფაქტორებიც.მორჩილების კანონი — იმისათვის, რომ რამე შეცვალო, ჯერ უნდა მიიღო ეს „რამე“ მოცემულობად. შეეცადე დაინახო ადმიანებში კარგი. კონცენტრირდი მეგობრებზე და არა მტრებზე.პასუხისმგებლობის კანონი — თუ ცხოვრებისეული პრობლემა გაქვს, ე.ი. პრობლემა თავად შენშია. ადამიანი სამყაროს ანარეკლია, სამყარო კი ადამიანისა. ჩვენს ცხოვრებაზე ჩვენ გარდა არავინ აგებს პასუხს.ურთიერთკავშირის კანონი — თითოეულ შენს ნაბიჯს მოსდევს შედეგი. იმისათვის, რომ შედეგი მიიღო, უნდა დაისახო მიზანი და დაიწყო მოქმედება. ხომალდს, რომელიც უმიზნოდ დაეხეტება ოკეანეში, ვერანაირი ზურგის ქარი ვერ უშველის. მიზნისკენ სავალ გზაზე ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანია, თვით ყველაზე პატარაც კი. წარსული, აწმყო და მომავალი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.ფოკუსირების კანონი — ყოველთვის ფოკუსირდი მხოლოდ რაღაც ერთზე. როცა რაიმე ამაღლებულზე ფიქრობ, ძნელია ძირს დაენარცხო.ჩუქების კანონი — როცა ვინმეს რამეს ასწავლი, დარწმუნებული უნდა იყო, რომ მზად ხარ ეს ყველაფერი საკუთარ მაგალითზე აჩვენო. ადამიანს მხოლოდ იმის სწავლება შეუძლია, რაც თავად გადაიტანა რეალურად.კანონი აქ და ახლა — ნუ მისტირი წარსულს და ნუ ჩხრეკ მომავალს. იცხოვრე დღევანდელი დღით. გააკეთე ის, რაც ახლაა გასაკეთებელი. ძველი ხელს უშლის ახლის წარმოშობას.თმენისა და დაჯილდოების კანონი — ფასეული ჯილდოს მისაღებად დიდი შრომაა საჭირო. თმენით აკეთე ის, რაც საჭიროა. სიხარული იმაშია, რომ წინ ჯილდო გელოდება.ცვლილებათა კანონი — სანამ ცხოვრება რამეს გასწავლის, ისწავლე და გაკვეთილად მიიღე. სანამ ამას არ გააკეთებ, მანამ ყოველთვის შეგეშლება ხელი. გახსოვდეს, რომ ყველაფერი წარმავალია და ცვალებადი.შთაგონების კანონი — ადამიანი იღებს იმას, რაც დაიმსახურა. აკეთე სიყვარულით, რათა შთაგონებამ არ დაგტოვოს.
https://sputnik-georgia.com/20181012/242457967.html
https://sputnik-georgia.com/20210604/reinkarnaciis-ramdenime-niSani-244713252.html
https://sputnik-georgia.com/20180105/raze-metyvelebs-xalebi-saxeze-238788384.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24119/05/241190586_236:0:1684:1086_1920x0_80_0_0_ca28f522fabc20ebbeea666845ead494.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
წასაკითხი ამბები, სასარგებლო რჩევები , ხალხური რწმენა-მინიშნებები, ეს საინტერესოა
წასაკითხი ამბები, სასარგებლო რჩევები , ხალხური რწმენა-მინიშნებები, ეს საინტერესოა
ამბობენ, რომ კარმა — ადამიანის მიერ ჩადენილი ქმედებები და მათი შედეგებია, რომლებიც მის ბედს განსაზღვრავს.
კარმული კანონების საფუძვლები გვასწავლის, რომ შეუძლებელია გაექცე საკუთარი ნაბიჯების შედეგს. ამიტომ საჭიროა სწორად ცხოვრება, რათა „მოსავალიც“ სწორი მოიმკათ.
იმისათვის, რომ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ, ყურადღებით წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ კარმის 12 კანონი, რომლებიც, ამ სფეროში გარკვეულთა თქმით, აყალიბებს კიდეც ადამიანის ბედს.
დიდი კანონი — ცხოვრებისგან მიიღებ მხოლოდ იმას, რასაც მასში ჩადებ. თუ გსურს იყო ბედნიერი და საყვარელი, თავად უნდა გიყვარდეს, პატივისცემითა და სიკეთით უნდა ეპყრობოდე სხვებს.
აღშენების კანონი — ცხოვრებაში არაფერი მოხდება თავისთავად. ამისთვის თავად უნდა გააკეთო რამე და იყო ის, ვინც ხარ.
ზრდის კანონი — იმისათვის, რომ წინ წახვიდე, შეცვალე შენი თავი და არა სხვები. როგორც კი ადამიანი საკუთარ აზრებს შეიცვლის, მაშინვე შეიცვლება გარე ფაქტორებიც.
მორჩილების კანონი — იმისათვის, რომ რამე შეცვალო, ჯერ უნდა მიიღო ეს „რამე“ მოცემულობად. შეეცადე დაინახო ადმიანებში კარგი. კონცენტრირდი მეგობრებზე და არა მტრებზე.
პასუხისმგებლობის კანონი — თუ ცხოვრებისეული პრობლემა გაქვს, ე.ი. პრობლემა თავად შენშია. ადამიანი სამყაროს ანარეკლია, სამყარო კი ადამიანისა. ჩვენს ცხოვრებაზე ჩვენ გარდა არავინ აგებს პასუხს.
ურთიერთკავშირის კანონი — თითოეულ შენს ნაბიჯს მოსდევს შედეგი. იმისათვის, რომ შედეგი მიიღო, უნდა დაისახო მიზანი და დაიწყო მოქმედება. ხომალდს, რომელიც უმიზნოდ დაეხეტება ოკეანეში, ვერანაირი ზურგის ქარი ვერ უშველის. მიზნისკენ სავალ გზაზე ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანია, თვით ყველაზე პატარაც კი. წარსული, აწმყო და მომავალი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.
ფოკუსირების კანონი — ყოველთვის ფოკუსირდი მხოლოდ რაღაც ერთზე. როცა რაიმე ამაღლებულზე ფიქრობ, ძნელია ძირს დაენარცხო.
ჩუქების კანონი — როცა ვინმეს რამეს ასწავლი, დარწმუნებული უნდა იყო, რომ მზად ხარ ეს ყველაფერი საკუთარ მაგალითზე აჩვენო. ადამიანს მხოლოდ იმის სწავლება შეუძლია, რაც თავად გადაიტანა რეალურად.
კანონი აქ და ახლა — ნუ მისტირი წარსულს და ნუ ჩხრეკ მომავალს. იცხოვრე დღევანდელი დღით. გააკეთე ის, რაც ახლაა გასაკეთებელი. ძველი ხელს უშლის ახლის წარმოშობას.
თმენისა და დაჯილდოების კანონი — ფასეული ჯილდოს მისაღებად დიდი შრომაა საჭირო. თმენით აკეთე ის, რაც საჭიროა. სიხარული იმაშია, რომ წინ ჯილდო გელოდება.
ცვლილებათა კანონი — სანამ ცხოვრება რამეს გასწავლის, ისწავლე და გაკვეთილად მიიღე. სანამ ამას არ გააკეთებ, მანამ ყოველთვის შეგეშლება ხელი. გახსოვდეს, რომ ყველაფერი წარმავალია და ცვალებადი.
შთაგონების კანონი — ადამიანი იღებს იმას, რაც დაიმსახურა. აკეთე სიყვარულით, რათა შთაგონებამ არ დაგტოვოს.