ვახტანგ გომელაური ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

© photo : photo: official site of the Prime Minister of RAსომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
გამოწერა
ვახტანგ გომელაურმა და ნიკოლ ფაშინიანმა ორი ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს.
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში ვიზიტით მყოფ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს უმასპინძლა, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობები ახალი დინამიკით ხასიათდება.
სტუმრის მიღებისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ ერევანს ეწვია საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, რომელსაც იგი კორონავირუსის გამო ვერ შეხვდა. მანამდე საქართველოში იმყოფებოდა სომხეთის პოლიციის უფროსი ვაგე კაზარიანი, გასული წლის ბოლოს კი თბილისში გაიმართა სომხეთ-საქართველოს მთავრობათშორისი კომისიის სხდომა.
„კიდევ უფრო ადრე რამდენჯერმე შევხვდი ჩემს მეგობარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს“, – დასძინა ფაშინიანმა და შინაგან საქმეთა მინისტრის პირით ღარიბაშვილს კორონავირუსისგან სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.
საქართველო–სომხეთის ურთიერთობები დადებითად შეაფასა ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

„სომხეთი საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი ქვეყანა, მეზობელი ქვეყანა და მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ ყველაზე ახლობელი ერები ვართ, ძალიან ვგავართ ტრადიციებითაც, კულტურითაც“, – განაცხადა მან.

ფაშინიანმა ისაუბრა სომხეთისა და საქართველოს სამართალდამცველი სისტემების თანამშრომლობის, ასევე ორ ქვეყანაში რეფორმების გატარებაში არსებული გამოცდილების გაცვლის მნიშვნელობაზე.
რატი ბრეგაძემ სომხეთში არმავირის ციხე დაათვალიერა >>
კერძოდ, სომხეთი საქართველოს უზიარებს გამოცდილებას სასამართლო მანდატურის სამსახურის რეფორმირების სფეროში, საქართველო სომხეთს – იუსტიციის სახლების სისტემის სფეროში.
წყარო - Sputnik-სომხეთი.
ყველა ახალი ამბავი
0