თურნავამ EBRD-ს წარმომადგენელთან განახლებადი ენერგიის ათვისების პოტენციალი განიხილა

© Ministry of Economy and Sustainable Developmentნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
გამოწერა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური მხარდაჭერია.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) განახლებადი ინფრასტრუქტურის ჯგუფის ენერგეტიკის მიმართულების დირექტორს აიდა სიტდიკოვას შეხვდა და მასთან საქართველოში განახილებადი ენერგიის ათვისების პოტენციალი განიხილა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური მხარდაჭერია.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, აგრეთვე ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. განსაკუთრებით აღინიშნა პროექტები ჰიდრო, მზის და ქარის ენერგიის მიმართულებით.
EBRD–მა საქართველოსთვის ახალი ექვსწლიანი სტრატეგია დაამტკიცა>>
EBRD-ს წარმომადგენლის მხრიდან გამოთქვა დაინტერესება, რათა აღნიშნულმა საფინანსო ორგანიზაციამ კვლავ განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა განახლებადი ენერგიის ათვისების კუთხით.
ყველა ახალი ამბავი
0