ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
გამოწერა
რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვა თბილისში გასული წლის 18 ოქტომბრის ღამეს მოკლეს.
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დღევანდელი პროცესი დასრულდა, მოსამართლემ სამივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
სასამართლო პროცესს ესწრებოდა სამივე ბრალდებული – ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯაევი.
დაცვის მხარემ სასამართლოს მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატების განცხადებით, მტკიცებულებები კანონდარღვევითაა მოპოვებული. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორმაც, თავის მხრივ, დაცვის მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის საკითხი დააყენა.
დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა ასევე დააყენეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და გირაოს შეფარდების შუამდგომლობა. კერძოდ, ბიძინა ხასიას შემთხვევაში 20.000-ლარიანი გირაო, ლევან რაჯაევის შემთხვევაში 10.000 ლარი, ხოლო ბექა ლატარიას შემთხვევაში 15.000 ლარი.
მოსამართლემ დაცვის მხარის აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.
შატალოვას მკვლელობის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 9 თებერვალს ჩაინიშნა.
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
ანასტასია შატალოვას ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს
რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვა გასული წლის 18 ოქტომბრის ღამეს, დაახლოებით 00:30 საათზე საბურთალოს რაიონში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. დანაშაული იმ სახლის სადარბაზოსთან მოხდა, სადაც ქალს ბინა ჰქონდა ნაქირავები. პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში ორი პირი, ერთი მკვლელობის, მეორე კი დანაშაულში თანამონაწილეობის ბრალდებით დააკავა. სამართალდამცველებმა მოგვიანებით კიდევ ერთი პირი დააკავეს – დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.
შატალოვას შესახებ საზოგადოებაში ცნობილი გახდა მის მიერ სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის მიცემული ინტერვიუების შემდეგ, რომელშიც ქალი ბათუმის ვიცე-მერ ზურაბ ბერიძესთან კონფლიქტზე საუბრობდა, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავდა.
ანასტასია შატალოვას მკვლელობის შემდეგ მალევე პოლიციამ ზურაბ ბერიძის სახლიც გაჩხრიკა, რომელთანაც გარდაცვლილს საერთო შვილის გამო კონფლიქტი ხშირად ჰქონდა. ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეში ბერიძე ფიგურირებს თუ არა, შსს-ში ამის თაობაზე განცხადება არ გაკეთებულა.
მეურვეობის მულტიფუნქციური საბჭოს გადაწყვეტილებით, მოკლული ანასტასია შატალოვას მცირეწლოვანი შვილი მამის, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ზურაბ ბერიძის მეურვეობაში გადავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0