ანასტასია შატალოვას ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
გამოწერა
რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვა თბილისში 17–18 ოქტომბრის ღამეს მოკლეს.
თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას ოჯახი და ადვოკატი მკვლელობის დამკვეთის დადგენის მიზნით დაწყებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შატალოვას ოჯახის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე დაკავებული პირები მხოლოდ შემსრულებლები არიან და დანაშაულის უკან სხვა პიროვნება დგას. ისინი სამართალდამცველებს მკვლელობის დამკვეთის დადგენისა და გარდაცვლილის მცირეწლოვანი შვილის მამის, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ზურაბ ბერიძის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
„ბოლოს როდესაც ვიყავი საქართველოში, ანასტასია მეუბნებოდა, მითვალთვალებენო... ვფიქრობ, ზურაბი ამ საქმეში ფიგურირებს, რადგან მის წინააღმდეგ ბევრი ფაქტია. კონკრეტულად ამ მომენტისთვის მან მიიღო ყველაფერი რაც სურდა, მათ შორის ბავშვიც“,- განაცხადა ანასტასია შატალოვას დედამ, სვეტლანა შატალოვამ.
შატალოვას ოჯახის ადვოკატის, პაატა შავაძის განცხადებით, ოჯახის მიზანი არა მხოლოდ უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულის, არამედ მკვლელობის დამკვეთის დასჯაც არის.
შავაძის თქმით, მან გამოძიებას მიაწოდა მასალები, რომელიც ზურაბ ბერიძის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტებს უკავშირდება.
Патрульная полиция - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
მოკლული ანასტასია შატალოვას შვილი მამას გადაეცა: მეურვეობის საბჭოს გადაწყვეტილება
რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვა 17–18 ოქტომბრის ღამეს, დაახლოებით 00:30 საათზე საბურთალოს რაიონში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. დანაშაული იმ სახლის სადარბაზოსთან მოხდა, სადაც ქალი ბინას ქირაობდა. რამდენიმე საათში საქმეზე დააკავეს ორი პირი, ერთი – მკვლელობის ბრალდებით, მეორე – დანაშაულში თანამონაწილეობისთვის. მოგვიანებით პოლიციამ კიდევ ერთი ადამიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავა.
შატალოვას შესახებ საზოგადოებაში ცნობილი გახდა მის მიერ სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის მიცემული ინტერვიუების შემდეგ, რომელშიც ქალი ბათუმის ვიცე-მერ ზურაბ ბერიძესთან კონფლიქტზე საუბრობდა, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავდა.
ანასტასია შატალოვას მკვლელობის შემდეგ მალევე პოლიციამ ზურაბ ბერიძის სახლიც გაჩხრიკა, რომელთანაც გარდაცვლილს საერთო შვილის გამო კონფლიქტი ხშირად ჰქონდა. ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეში ბერიძე ფიგურირებს თუ არა, შსს-ში ამის თაობაზე განცხადება არ გაკეთებულა.
მეურვეობის მულტიფუნქციური საბჭოს გადაწყვეტილებით, მოკლული ანასტასია შატალოვას მცირეწლოვანი შვილი მამის, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ზურაბ ბერიძის მეურვეობაში გადავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0