ქრთამის აღება და თაღლითობა: თბილისის მერიის ოთხი თანამშრომელი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
გამოწერა
იდენტიფიცირებულია ათობით ადამიანი, რომელმაც ქრთამი სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს გადასცა.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, აღნიშნული პირები თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ სხვადასხვა პირისგან ქრთამის სახით იღებდნენ ფულად თანხას.

„ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია რამდენიმე ათეული პირი, რომლებმაც სამსახურებრივი მფარველობისათვის ერთობლივად ან ცალ-ცალკე თანხა გადასცეს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, ქრთამის აღებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღეს, რაც შემდეგ ერთმანეთში გაინაწილეს.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
წყარო - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0