12.804 შემთხვევა თბილისში: რა ეპიდვითარებაა რეგიონებში

© photo: Sputnikეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 26.320-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.226.444-ს მიაღწია.
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 26.320 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 12.804 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი – 3.689, აჭარა – 2.190, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 1.623, ქვემო ქართლი – 1.581, შიდა ქართლი – 1.466, კახეთი – 1.298, მცხეთა-მთიანეთი – 617, სამცხე-ჯავახეთი – 511, გურია – 439, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 102.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9.555 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.030.065-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 44 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 15.060-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 181.293 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.522 პაციენტი.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
მორიგი ანტირეკორდი: 26.320 კოვიდ-შემთხვევა
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 2.041 ადამიანი, მათ შორის 1.193 – თბილისში, 599 – აჭარაში.
173.730 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათგან თბილისში — 33, აჭარაში — 1.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 26.320-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.226.444-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0