Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მორიგი ანტირეკორდი: 26.320 კოვიდ-შემთხვევა

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.030.065 ადამიანი; ჩატარებულია 2.730.067 აცრა, ერთ დღეში აცრილია 6.714 ადამიანი.
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 26.320-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.226.444-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.030.065 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 9.555), გარდაიცვალა – 15.060 (ბოლო 24 საათში – 44). კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.522 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.041 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 84.658 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 59.912, PCR–ტესტით – 31.746.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 31,09%, ბოლო 14 დღის – 23,4%, ბოლო 7 დღის – 26,38%.
სულ ჩატარებულია 2.730.067 აცრა, ერთ დღეში აცრილია 6.714 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge
ყველა ახალი ამბავი
0