საქართველოში სოციალური მუშაკების ხელფასები 1 თებერვლიდან იზრდება

© Facebook / GASWსოცმუშაკების აქცია მთავრობის კანცელარიასთან
სოცმუშაკების აქცია მთავრობის კანცელარიასთან - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2022
გამოწერა
გაფიცულ სოცაგენტებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის შეთანხმების მიღწევა 22 იანვარს მოხერხდა.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური თანამშრომლები 1 თებერვლიდან გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ.
კერძოდ, მათი ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი იქნება. ამას გარდა, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-მდე თანამშრომლის შრომის ანაზღაურება ასევე იზრდება 40%-დან 60%-მდე.
თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2022
სოცაგენტებმა გაფიცვა შეწყვიტეს: რას მიაღწიეს გაფიცულებმა
სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელმა, მათ შორის, სოცაგენტებმა, სპეციალისტებმა და იურისტებმა ხელფასების გაორმაგებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 17 იანვარს გაფიცვა გამოაცხადეს.
ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების მიღწევა 22 იანვარს მოხერხდა და გაფიცვა გარკვეული პირობებით შეწყდა. კერძოდ: ხელფასების 40%-60%-ით მატება, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, გაფიცულებს აუნაზღაურდებათ გაფიცული სამუშაო დრო, სოციალური აგენტების და უფროსი სოციალური აგენტების ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ერთთვიანი ხელშეკრულებების გაუქმება და ერთწლიანი ხელშეკრულებების ამოქმედება და დანამატების გაზრდა.
ყველა ახალი ამბავი
0