საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა ორი სასესხო ხელშეკრულება განიხილეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2022
გამოწერა
განსახილველი დოკუმენტების თანახმად, საქართველო მიიღებს სესხებს რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.
თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. 135 მლნ ევროს ორი საერთაშორისო ხელშეკრულება იქნა განხილული პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის პირველი ფინანსური ხელშეკრულება ითვალისწინებს ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის მშენებლობას საქართველოს სოფლებში, მათ შორის მაღალმთიან დასახლებულ პუნქტებში.
როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობის მიერ გასული წლის აგვისტოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD) და ამჯერად ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) გაფორმებული ხელშეკრულებების მიზანია ცალკეული მომხმარებლებისა და საწარმოების მიერ ფართოზოლიან ინტერნეტთან წვდომის გაზრდა და მისი გამოყენების ხელშეწყობა, რისთვისაც თითოეული მხარე საქართველოს 34-34 მლნ ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფს სესხის სახით.

„ამ პროექტის ფარგლებში გასულ წელს უკვე მომზადდა სრულყოფილი სატენდერო დოკუმენტაცია, მიმდინარე წელს გამოცხადდება ტენდერები და მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება პროექტის განხორციელება. 2025 წლამდე უნდა დასრულდეს 5.000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის მშენებლობა, რომელიც 100-მდე სოფელს მისცემს მაღალხარისხიანი ინტერნეტ-სერვისების მიღების საშუალებას“, – განაცხადა კაკაურიძემ.

დეპუტატებმა განიხილეს ასევე სარატიფიკაციო დოკუმენტი – „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება“, რომელიც ითვალისწინებს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ 101 მლნ ევროს ფინანსური რესურსის გამოყოფას საქართველოს რეგიონებსა და თბილისში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესების, ურბანული განახლების, საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
აზიის ბანკმა ქართულ ბანკს მეწარმე ქალებისთვის კრედიტი გამოუყო >>
პარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ორივე კომიტეტმა კენჭისყრით მხარი დაუჭირა განხილული შეთანხმებების რატიფიცირების საკითხს.
წყარო - საქართველოს პარლამენტი
ყველა ახალი ამბავი
0