https://sputnik-georgia.com/20211213/aziis-bankma-qartul-banks-mewarme-qalebistvis-krediti-gamouyo-262803987.html
აზიის ბანკმა ქართულ ბანკს მეწარმე ქალებისთვის კრედიტი გამოუყო
აზიის ბანკმა ქართულ ბანკს მეწარმე ქალებისთვის კრედიტი გამოუყო
Sputnik საქართველო
დაფინანსების ფარგლებში აქცენტი მეწარმე ქალებზე გაკეთდება. 13.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-13T10:06+0400
2021-12-13T10:06+0400
2021-12-13T14:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22789/70/227897077_0:54:1200:729_1920x0_80_0_0_8b067ff2014cec9f0ae93d3382d9c904.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და „საქართველოს ბანკმა" მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად 100 მილიონი აშშ დოლარის თანხაზე საკრედიტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, ნათქვამია ADB-ს განცხადებაში.დაფინანსების ფარგლებში აქცენტი გაკეთდება მეწარმე ქალებზე და მათთვის აუცილებელ ფინანსებზე ხელმისაწვდომობაზე, რათა მათ გადალახონ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები.ADB ასევე გაუწევს ტექნიკურ დახმარებას „საქართველოს ბანკს", რათა ის დაეხმაროს მეწარმე ქალებს, რომლებიც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესში არიან ჩართული და კორონავირუსის პანდემიის გამოწვევების წინაშე დაუცველი არიან. მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ ფინანსებისადმი ხელმისაწვდომობა შედარებით შეზღუდული აქვთ. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მეწარმე ქალებს განსაკუთრებით უჭირთ ფინანსური რესურსებზე წვდომის მიღება, რათა შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი ბიზნესი.მთლიანი დაფინანსება 200 მლნ დოლარის ოდენობის კრედიტს მოიცავს, რომელიც კოორდინირებულია ADB-ს, როგორც წამყვანი ორგანიზატორის მიერ, და შედგება 100 მლნ დოლარისგან ბანკის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან და 100 მლნ დოლარის კრედიტისგან იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსგან (JICA).აზიის განვითარების ბანკის მიზანია აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის მრავალმხრივი და წარმატებული განვითარების ხელშეწყობა. ამავე დროს ის განაგრძობს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, აქედან 49 აზიის რეგიონიდანაა.აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან უჭერს მხარს და ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ პარტნიორს წარმოადგენს.
https://sputnik-georgia.com/20211112/aziis-bankma-saqartvelos-tanxa-gamouyo-262008481.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22789/70/227897077_80:0:1121:781_1920x0_80_0_0_54be546e042de4e7a2c1f5365cc6f3d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
აზიის ბანკმა ქართულ ბანკს მეწარმე ქალებისთვის კრედიტი გამოუყო
10:06 13.12.2021 (განახლებულია: 14:29 13.12.2021) დაფინანსების ფარგლებში აქცენტი მეწარმე ქალებზე გაკეთდება.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და „საქართველოს ბანკმა" მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად 100 მილიონი აშშ დოლარის თანხაზე საკრედიტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, ნათქვამია ADB-ს
განცხადებაში.
დაფინანსების ფარგლებში აქცენტი გაკეთდება მეწარმე ქალებზე და მათთვის აუცილებელ ფინანსებზე ხელმისაწვდომობაზე, რათა მათ გადალახონ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები.
„ამ შემთხვევაში ორივე ორგანიზაციის მიზანია ფინანსებისადმი მეტი ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა, სამუშაო ადგილების შექმნა და შეღავათიანი ფინანსური მომსახურების მიწოდება. ეს პროექტი ამ მიზნების მიღწევას ემსახურება", – განაცხადა ADB-ს გენერალურმა დირექტორმა კერძო სექტორის ოპერაციების საკითხებში სუზანა გაბურიმ.
ADB ასევე გაუწევს ტექნიკურ დახმარებას „საქართველოს ბანკს", რათა ის დაეხმაროს მეწარმე ქალებს, რომლებიც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესში არიან ჩართული და კორონავირუსის პანდემიის გამოწვევების წინაშე დაუცველი არიან. მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ ფინანსებისადმი ხელმისაწვდომობა შედარებით შეზღუდული აქვთ. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მეწარმე ქალებს განსაკუთრებით უჭირთ ფინანსური რესურსებზე წვდომის მიღება, რათა შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი ბიზნესი.
მთლიანი დაფინანსება 200 მლნ დოლარის ოდენობის კრედიტს მოიცავს, რომელიც კოორდინირებულია ADB-ს, როგორც წამყვანი ორგანიზატორის მიერ, და შედგება 100 მლნ დოლარისგან ბანკის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან და 100 მლნ დოლარის კრედიტისგან იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსგან (JICA).
აზიის განვითარების ბანკის მიზანია აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის მრავალმხრივი და წარმატებული განვითარების ხელშეწყობა. ამავე დროს ის განაგრძობს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, აქედან 49 აზიის რეგიონიდანაა.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან უჭერს მხარს და ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ პარტნიორს წარმოადგენს.