Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რამდენ ადამიანს აქვს საქართველოში კოვიდ-იმუნიტეტი: ამირან გამყრელიძის განმარტება

© photo: Sputnikამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2022
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ უკვე დომინანტური გახდა.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს აქვს იმუნიტეტი კორონავირუსის მიმართ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
პანდემიის დაწყებიდან საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1,2 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ასევე 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი სრულად ვაქცინირებულია. ქვეყნის მოსახლეობა 3,7 მილიონ ადამიანს შეადგენს.

„ბოლო წერტილამდე არ მივსულვართ, მაგრამ დაახლოებითი მოდელირებით დღეს ეს 80%-ზე უფრო მაღალია. მაგრამ ბოლო რიცხვი არ მინდა შემეშალოს. გიდასტურებთ, რომ იმუნური ფენა 80%-ზე მაღალია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველო „ომიკრონ" შტამისგან გამოწვეულ პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელიც ქვეყანაში პირველად გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. „ომიკრონთანაა" დაკავშირებული ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები".
გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების 90-95% „ომიკრონია“, მაგრამ ოფიციალურად ის მხოლოდ 1.754 ადამიანს დაუდასტურდა. საქმე ისაა, რომ ტესტირებით ამ შტამის გამოვლენა ძალიან რთულია.
ოფიციალური მონაცემებით, „ომიკრონით“ გამოწვეული გართულებების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.
„მდგომარეობა მართვადია“ - გიორგი ღიბრაძე არსებულ ეპიდვითარებაზე >>
გამყრელიძის თქმით, სერიოზულად არის გადატვირთული ამბულატორიული და ლაბორატორიული სექტორები. მისი თქმით, გაზრდილია მიმართვიანობა ტესტირებაზე – გუშინ 85 ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა, ხოლო „ომიკრონის“ – 2021 წლის 20 დეკემბერს. მანამდე ქვეყანაში ცირკულირებდა კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული, ინდური შტამები.
ყველა ახალი ამბავი
0