https://sputnik-georgia.com/20220201/1-tebervlidan-transportit-mgzavrobis-girebulebis-gadaxdis-sistema-icvleba-264040158.html
1 თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდის სისტემა იცვლება
1 თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდის სისტემა იცვლება
Sputnik საქართველო
ახალი სამგზავრო ბარათები პერსონალიზებული არ იქნება და მის გამოყენებას მთელი ოჯახი შეძლებს.
2022-02-01T11:19+0400
2022-02-01T11:19+0400
2022-02-01T14:55+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0c/263552891_0:132:3171:1916_1920x0_80_0_0_5662829fedb68d4733a60e73e77d109e.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი 2022 წლის 1 თებერვლიდან მგზავრობის საფასურის გადახდის სააბონემენტო სისტემაზე გადადის.დღეიდან ავტობუსით, მიკროავტობუსით, „უნივერსიტეტი-ბაგების“ საბაგირო გზით და მეტროთი მგზავრობის საფასურის გადახდა ახალი სისტემით მოხდება.გავრცელებული ინფორმაციით, ერთჯერადი მგზავრობის ფასი ორმაგდება და 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი ეღირება. ამასთან, მგზავრს 90 წუთის განმავლობაში 1 ლარად რამდენიმე სახის ტრანსპორტის გამოცვლა შეუძლია, ისევე, როგორც ადრე.თბილისელები ადრეც იყენებდნენ გადახდის სისტემას, რომლის დროსაც მეტროთი, ავტობუსით თუ მიკროავტობუსით მგზავრობის საფასურის გადახდა ხორციელდებოდა მხოლოდ ერთხელ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრობებს შორის ინტერვალი არ აღემატებოდა 90 წუთს და ამ შემთხვევაში მგზავრობის საფასური 50 თეთრი იყო. 1 თებერვლიდან კი ამავე ხანგრძლივობის მგზავრობის საფასური 1 ლარი იქნება.გაუქმდება თუ არა „მეტრომანები“ 1 თებერვლიდან: მერიის განცხადება>>>პირველი გადახდის შემდეგ 90 წუთის განმავლობაში მგზავრი იმგზავრებს უფასოდ იმ პირობით, თუ ყოველი მომდევნო მგზავრობის დასაწყისში ბილეთს აიღებს.დროებითი აბონემენტების საფასური შემდეგია: 1 დღე – 3 ლარი, ერთი კვირა – 20 ლარი, ერთი თვე – 40 ლარი, სამი თვე – 100 ლარი, ექვსი თვე – 150 ლარი, ერთი წელი – 250 ლარი.აღსანიშნავია, რომ უფასო და შეღავათიანი ტარიფებით მოსარგებლე მოქალაქეებზე მგზავრობის შეცვლილი ტარიფები არ ვრცელდება.აბონემენტის გამოყენებისას ორ გადახდას შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები, ხოლო ბარათი ყოველი მომდევნო მგზავრობის დასაწყისში უნდა დაფიქსირდეს. აბონემენტები პერსონალიზებული არ იქნება და მის გამოყენებას მთელი ოჯახი შეძლებს.თბილისის საკრებულომ ტრანსპორტზე ახალი ტარიფები დაამტკიცა>>>საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის სამგზავრო აბონემენტების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც მეტროს სადგურების სალაროებში, ისე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალებში.ავტობუსებში, სადაც ნაღდი ანგარიშსწორების სისტემაც მოქმედებს, აღნიშნული ფუნქცია ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში შენარჩუნდება, თუმცა ეტაპობრივად მგზავრობის საფასურის გადახდა მთლიანად ელექტრონულ მოდელზე გადავა.ბარათზე ანგარიშის შევსება შესაძლებელი იქნება ონლაინ, თუმცა სისტემა შემუშავების სტადიაშია და მისი გააქტიურება მხოლოდ თებერვლის ბოლოსთვის მოხდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0c/263552891_220:0:2951:2048_1920x0_80_0_0_021e05079618995ad41982524f0655e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტრომანი ახალი სისტემა
საქართველო თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტრომანი ახალი სისტემა
1 თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდის სისტემა იცვლება
11:19 01.02.2022 (განახლებულია: 14:55 01.02.2022) ახალი სამგზავრო ბარათები პერსონალიზებული არ იქნება და მის გამოყენებას მთელი ოჯახი შეძლებს.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი 2022 წლის 1 თებერვლიდან მგზავრობის საფასურის გადახდის სააბონემენტო სისტემაზე გადადის.
დღეიდან ავტობუსით, მიკროავტობუსით, „უნივერსიტეტი-ბაგების“ საბაგირო გზით და მეტროთი მგზავრობის საფასურის გადახდა ახალი სისტემით მოხდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთჯერადი მგზავრობის ფასი ორმაგდება და 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი ეღირება. ამასთან, მგზავრს 90 წუთის განმავლობაში 1 ლარად რამდენიმე სახის ტრანსპორტის გამოცვლა შეუძლია, ისევე, როგორც ადრე.
თბილისელები ადრეც იყენებდნენ გადახდის სისტემას, რომლის დროსაც მეტროთი, ავტობუსით თუ მიკროავტობუსით მგზავრობის საფასურის გადახდა ხორციელდებოდა მხოლოდ ერთხელ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრობებს შორის ინტერვალი არ აღემატებოდა 90 წუთს და ამ შემთხვევაში მგზავრობის საფასური 50 თეთრი იყო. 1 თებერვლიდან კი ამავე ხანგრძლივობის მგზავრობის საფასური 1 ლარი იქნება.
პირველი გადახდის შემდეგ 90 წუთის განმავლობაში მგზავრი იმგზავრებს უფასოდ იმ პირობით, თუ ყოველი მომდევნო მგზავრობის დასაწყისში ბილეთს აიღებს.
დროებითი აბონემენტების საფასური შემდეგია: 1 დღე – 3 ლარი, ერთი კვირა – 20 ლარი, ერთი თვე – 40 ლარი, სამი თვე – 100 ლარი, ექვსი თვე – 150 ლარი, ერთი წელი – 250 ლარი.
აღსანიშნავია, რომ უფასო და შეღავათიანი ტარიფებით მოსარგებლე მოქალაქეებზე მგზავრობის შეცვლილი ტარიფები არ ვრცელდება.
აბონემენტის გამოყენებისას ორ გადახდას შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები, ხოლო ბარათი ყოველი მომდევნო მგზავრობის დასაწყისში უნდა დაფიქსირდეს. აბონემენტები პერსონალიზებული არ იქნება და მის გამოყენებას მთელი ოჯახი შეძლებს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის სამგზავრო აბონემენტების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც მეტროს სადგურების სალაროებში, ისე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალებში.
ავტობუსებში, სადაც ნაღდი ანგარიშსწორების სისტემაც მოქმედებს, აღნიშნული ფუნქცია ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში შენარჩუნდება, თუმცა ეტაპობრივად მგზავრობის საფასურის გადახდა მთლიანად ელექტრონულ მოდელზე გადავა.
ბარათზე ანგარიშის შევსება შესაძლებელი იქნება ონლაინ, თუმცა სისტემა შემუშავების სტადიაშია და მისი გააქტიურება მხოლოდ თებერვლის ბოლოსთვის მოხდება.