https://sputnik-georgia.com/20211228/tbilisis-sakrebulom-transportze-axali-tarifebi-daamtkica-263198358.html
თბილისის საკრებულომ ტრანსპორტზე ახალი ტარიფები დაამტკიცა
თბილისის საკრებულომ ტრანსპორტზე ახალი ტარიფები დაამტკიცა
Sputnik საქართველო
1 თებერვლიდან მგზავრმა უნდა შეიძინოს ან 90 წუთიანი მგზავრობის აბონემენტი 1 ლარად, ან 1 დღის 3 ლარად, ან 1 კვირის (20 ლ.), 1 თვის (40 ლ.), 3 თვის (100 ლ.), 6 თვის (150 ლ.), 1 წლის (250 ლ.)
2021-12-28T01:17+0400
2021-12-28T01:17+0400
2021-12-28T01:17+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისის საკრებულო
თბილისი დღეს
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24605/79/246057900_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_696ee178857541b8712c06d919f961e6.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი − Sputnik. თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი 2022 წლის 1 თებერვლიდან მგზავრობის საფასურის გადახდის ულიმიტო ანუ სააბონემენტო სისტემაზე გადადის, ასეთი გადაწყვეტილება ორშაბათს საღამოს საკრებულოს დეპუტატებმა მიიღეს.საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესული ცვლილებებით, ავტობუსით, მიკროავტობუსით, „უნივერსიტეტი-ბაგების“ საბაგირო გზით და მეტროთი მგზავრობის საფასურის გადახდა ახალი სისტემით მოხდება.თბილისელები ადრეც იყენებდნენ გადახდის სისტემას, რომლის დროსაც მეტროთი, ავტობუსით თუ მიკროავტობუსით მგზავრობის საფასურის გადახდა ხორციელდებოდა მხოლოდ ერთხელ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრობებს შორის ინტერვალი არ აღემატებოდა 90 წუთს და ამ შემთხვევაში მგზავრობის საფასური 50 თეთრი იყო. 1 თებერვლიდან კი ამავე ხანგრძლივობის მგზავრობის საფასური 1 ლარი იქნება.პირველი გადახდის შემდეგ 90 წუთის განმავლობაში მგზავრი იმგზავრებს უფასოდ იმ პირობით, თუ ყოველი მომდევნო მგზავრობის დასაწყისში ბილეთს აიღებს.აღსანიშნავია, რომ უფასო და შეღავათიანი ტარიფებით მოსარგებლე მოქალაქეებზე მგზავრობის შეცვლილი ტარიფები არ ვრცელდება.საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობა ძვირდება >>დროებითი აბონემენტების საფასური შემდეგია: 1 დღე - 3 ლარი, ერთი კვირა - 20 ლარი, ერთი თვე - 40 ლარი, სამი თვე - 100 ლარი, ექვსი თვე - 150 ლარი, ერთი წელი - 250 ლარი.აბონემენტის გამოყენებისას ორ გადახდას შორის ინტერვალი არ უნდა იყოს ნაკლები 15 წუთზე, მაგრამ ბარათი ყოველი მომდევნო მგზავრობის დასაწყისში უნდა დაფიქსირდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24605/79/246057900_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_22a81b23713945ae36bb7e01cf1aeedb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საკრებულო ტრანსპორტი ტარიფი აბონემენტი შეღავათები
საკრებულო ტრანსპორტი ტარიფი აბონემენტი შეღავათები
თბილისის საკრებულომ ტრანსპორტზე ახალი ტარიფები დაამტკიცა
უფასო და შეღავათიანი ტარიფებით მოსარგებლე მოქალაქეებზე მგზავრობის შეცვლილი ტარიფები არ ვრცელდება
თბილისი, 27 დეკემბერი − Sputnik. თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი 2022 წლის 1 თებერვლიდან მგზავრობის საფასურის გადახდის ულიმიტო ანუ სააბონემენტო სისტემაზე გადადის, ასეთი გადაწყვეტილება ორშაბათს საღამოს საკრებულოს დეპუტატებმა მიიღეს.
საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესული ცვლილებებით, ავტობუსით, მიკროავტობუსით, „უნივერსიტეტი-ბაგების“ საბაგირო გზით და მეტროთი მგზავრობის საფასურის გადახდა ახალი სისტემით მოხდება.
თბილისელები ადრეც იყენებდნენ გადახდის სისტემას, რომლის დროსაც მეტროთი, ავტობუსით თუ მიკროავტობუსით მგზავრობის საფასურის გადახდა ხორციელდებოდა მხოლოდ ერთხელ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრობებს შორის ინტერვალი არ აღემატებოდა 90 წუთს და ამ შემთხვევაში მგზავრობის საფასური 50 თეთრი იყო. 1 თებერვლიდან კი ამავე ხანგრძლივობის მგზავრობის საფასური 1 ლარი იქნება.
პირველი გადახდის შემდეგ 90 წუთის განმავლობაში მგზავრი იმგზავრებს უფასოდ იმ პირობით, თუ ყოველი მომდევნო მგზავრობის დასაწყისში ბილეთს აიღებს.
აღსანიშნავია, რომ უფასო და შეღავათიანი ტარიფებით მოსარგებლე მოქალაქეებზე მგზავრობის შეცვლილი ტარიფები არ ვრცელდება.
დროებითი აბონემენტების საფასური შემდეგია: 1 დღე - 3 ლარი, ერთი კვირა - 20 ლარი, ერთი თვე - 40 ლარი, სამი თვე - 100 ლარი, ექვსი თვე - 150 ლარი, ერთი წელი - 250 ლარი.
აბონემენტის გამოყენებისას ორ გადახდას შორის ინტერვალი არ უნდა იყოს ნაკლები 15 წუთზე, მაგრამ ბარათი ყოველი მომდევნო მგზავრობის დასაწყისში უნდა დაფიქსირდეს.